ევროპაში ერთ წელიწადში 9 ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს, - პრაიმტაიმმა მათი ვინაობა გაარკვია

15:33 03-01-2019
102

საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლიდან დღემდე, ფრანგ, ბერძენ, ესპანელ და პოლონელ კოლეგებთან ერთად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 20 მასშტაბური ერთობლივი ოპერაცია ჩაატარა, რომელთა შედეგად, მძიმე დანაშაულების ბრალდებით საქართველოს 137 მოქალაქე დააკავეს, მათ შორის 9 ე.წ. კანონიერი ქურდია, – ამის შესახებ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, მამუკა ჭელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილია დაკავებულების ვინაობა. ესენი არიან: ლაშა ბარათელი, დავიდ ქარდავა (ირაკლი ფიფია), ლაშა შუშანაშვილი, მერაბ ასანიძე, ნოდარ შუკაკიძე, ოთარ დევნოზაშვილი (ოთარ არსენიძე), ალექსანდრე კობალაძე (რამაზ ღუღუნიშვილი), მინდია ნიჟარაძე, რევაზ სესკურია.