საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთოს საბოლოო დასკვნაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.
„ეუთო-ს დასკვნაში საგანგაშო არაფერია. არის ორი მიმართულება - ერთი მიმართულებით საუბარია პოზიტიურ საკითხებზე, დადებითად არის შეფასებული პროფესიონალური ადმინისტრირება საარჩევნო პროცესის და მეორე მხრივ, საუბარია იმ გამოწვევებზე, რომელიც გვაქვს ჩვენ და ამ მიმართულებით, რეკომენდაციის სახით შემოთავაზებულია შემდგომი რეფორმები,“ - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.