მეგან მარკლი და პრინცი ჰარი, ქალიშვილის მშობლები გახდებიან?!

18:30 03-01-2019
1618

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი სავარაუდოდ, ქალიშვილის მშობლები გახდებიან. 

გასულ კვირას, მეგანი, ნიუ-იორკში ახლო მეგობრებთან გაემგზავრა. სასქსის ჰერცოგინიამ, მომავალ პატარასთან დაკავშირებით, baby shower მოაწო.

წვეულება, დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, ამიტომ ფოტოები, რამდენიმე ხნის შემდეგ გამოჩნდა. ჰერცოგინიას მეგობრებმა, დახურული საღამოს ფოტოკოლაჟი და ვიდეო, ინსტაგრამზე გამოაქვეყნეს.

ერთ-ერთ ვიდეოში, ნამცხვრების და ტკბილეულის სუფრაზე, ჩანს თეთრი ტორტი, სადაც სასექსის ჰერცოგების ფიგურებია გამოსახული. 

გარდა ამისა, მეგანის მეგობრებმა, სოციალურ ქსელში, ინსტაგრამ-სიურპრიზი გამოაქვეყნეს, სადაც კარგად ჩანს, ღია ვარდისფერი ტონით გაფორმებული ნამცხვრების, სადღესასწაულო სუფრა. ტორტის ერთ-ერთ ფოტოზე კი, წარწერა გააკეთეს - girl, რაც სავარაუდოდ იმის ნიშანია, რომ ჰერცოგინია, ქალიშვილს ელოდება. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ, მეგანმა და ჰარიმ განაცხადეს, რომ ბავშვის დაბადებამდე, არ სურთ, სქსესის წინასწარ გარკვევა.

იხ. ფოტოკოლაჟი და ვიდეო:    

ავტორი: რუსა ღვანიძე