ქუთაისის სპორტის სასახლეში, ქუთაისის საკალთბურტო გუნდმა თბილისის "დინამო" ანგარიშით 81:66 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ მცირე ინციდენტი მოხდა.
ქუთაისელთა გულშემატკივრებმა ქალაქის საკალთბურთო გუნდის სპორტსმენებთან და მთავარ მწვრთნელთან შეხვედრა მოითხოვეს, რადგან მხარდამჭერების თქმით, საკალათბურთო გუნდს დიდი დაფინანსება აქვს, თანხის დიდი ნაწილი კი მწვრთნელებზე ნაწილდება.
"ადამიანები, ვინც ქუთაისის საკალათბურთო ცხოვრებას უდგანან სათავეში, ამ საქმეს სიყვარულის გარეშე ეკიდებიან, მათი მთავარი საზრუნავი კი სარგებლის მიღებაა. რამდენიმე კვირის წინ ქალაქის მერიიდან ფინანსური ინფორმაცია გამოვითხოვეთ, რომლის მიხედვით, გუნდის ბიუჯეტი არც მეტი არც ნაკლები მილიონი ლარია.მთავარი მწვრთნელის ანაზღაურება 9307,5 ლარია, მისი ასისტენტების კახაბერ დარახველიძის კი 2550. საინტერესო ისაა შარშანდელი წაგების შემდეგ ორივე მწვრთნელს ხელფასი მომატებული აქვს. ამ კოლოსალურ თანხებს იმ ყველაფრის ფონზე გადავაწყდით, რომ მატჩებს იმაზე 10-ჯერ ნაკლები ადამიანი ესწრება, ვიდრე შარშან ესწრებოდა. მთავარი მწვრთნელის ხელფასი წარუმატებელი სეზონის შემდეგ 1 წელში 807ლარით გაიზარდა. ასისტენტის გაორმაგდა,"- აცხადებენ გულშემატკივრები.
ირაკლი ვაჩიბერაძე