ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ტომატი ღვიძლის გაცხიმიანების, ანთებების და სიმსივნის რისკს ამცირებს. ამის შესახებ უცხოური გამოცემა MedicalXpress-ი წერს.
ექსპერიმენტი თაგვებზე ჩატარდა, რომლებსაც ცხიმით გაჯერებულ საკვებს აჭმევდნენ. მათ ნაწილს კი ტომატის ფხვნილიც მიაწოდეს, რომელიც ლიკოპინს შეიცავდა.
მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ეს ანტიოქსიდანტი ორგანიზმში სასარგებლო მიკროფლორის დონეს და მის მრავალფეროვნებას ზრდის, რაც ბაქტერიების გავრცელებას უშლის ხელს.
ექსპერიმენტის შედეგად დაასკვნეს, რომ ტომატის ფხვნილმა ბევრად უკეთესი შედეგი აჩვენა, ვიდრე მხოლოდ ლიკოპინმა, ვინაიდან ეფექტური აღმოჩნდა თვითონ ტომატის შემადგენლობაც - ვიტამინები და მინერალები.