24-ე ბაღი ბავშვების ზიარებისთვის მშობლებისგან ფულის აკრეფის ფაქტს უარყოფს

12:12 03-04-2019
1380

ცოტა ხნის წინ Facebook-ზე გავრცელდა შემდეგი შინაარსის ინფორმაცია: „თბილისის 24 - ე, ბაგა-ბაღში სასწაული ხდება. 5 - 5 ლარს ითხოვენ მშობლებისგან, რათა მათი შვილები აზიარონ.

„პრაიმტაიმს“ ბაღის დირექციამ განუცხადა, რომ მსგავსი რამ მათთან არასდროს მომხდარა.

„ბაღი ეკლესია არ არის. ჩემთვის წარმოუდგენელია, ვის, ან რატომ უნდა მოსვლოდა ასეთი რამ აზრად“, - აცხადებს საბავშვო ბაღის დირექტორი.