შშმ პირი პანსიონატის დირექტორს ცემაში ადანაშაულებს

12:30 03-04-2019
105

დუშეთის შშმ პირთა პანსიონატის ერთ-ერთი ბენეფიციარი დირექტორს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, დირექტორმა ის,  საკუთარ მანქანაში სცემა და სიტყვიერი შეურცხყოფა მიაყენა.

„ჩემი მანქანით ვიდექი მის სახლთან. მანქანაში მცემდა, შენი არაკაცი დედაო. პანსიონის ტერიტორიაზე აგურებია  და დირექტორს მისი წაღება უნდა სახლის ასაშენებლად. ამას მოჰყვა კონფლიქტი. “-განაცხადა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას პანსიონატის ბენეფიციარმა ზაალ ციმინტიამ.

ბენეფიციართან ფიზიკურ დაპირისპირებას უარყოფს პანსიონატის დირექტორი, თუმცა ადასტურებს რომ მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

„ტერიტორიაზე არის შემორჩენილი აგურები, რომლის გაყიდვაც სურდა. ამის უფლება არ მივეცი. თავისი მანქანით მომაკითხა სახლში, გვლანძღავდა მე და ჩემს უფროსებს. ოთხი თვეა დირექტორად დავინიშნე, ჩემს მოსვლამდე პანსიონატის უნიტაზები გაყიდა. სხვა ბენეფიციარებს ართმევდა ხელფასებს. მანქანაში ვიკამათეთ, შემდეგ ავტომობილის დაძვრა უნდოდა. მანქანას ერთი ხელით მართავს და ჩემ ავტომობილს დაეჯახა“-განაცხადა „პრაიმტაიმთან“ დუშეთის შშმ პირთა პანსიონატის დირექტორმა თამაზ გერბერაშვილმა.

ავტორი: თორნიკე ხურციძე