"ორი მეგობარი სცემეს, მიიყვანეს საავადმყოფოში, იქ მივიდა მეორე მხარეც და მოხდა ინციდენტი" - ადვოკატი ბათუმში 5 პირის დაკავებაზე

14:29 03-04-2019
50
თეგები: ბათუმი

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი პირის დანით დაჭრის ფაქტზე დაკავებული 5 პირისთვის ბრალი ამ დრომდე არ წარუდგენიათ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და იარაღით ჩადენილი ხულიგნობის მუხლებით ისინი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე ორი დღის წინ დააკავა.

დაკავებული 5 პირიდან 4 თანამოაზრეა. მათი ადვოკატი ამბობს რომ დაკავებულები თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ. როინ აბაშიძის განმარტებით კონფლიქტი ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის დიდი ხანია გრძელდება და საავადმყოფოში დაპირისპირებამდე, რამდენჯერმე ჰქონდათ ქუჩური გარჩევა. ადვოკატი არ ასახელებს რა იყო ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების მიზეზი, თუმცა ამბობს, რომ ეს რელიგიურ ნიადაგზე არ ყოფილა.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს შევხვდი, ელდარ ანთაძეს და რევაზ წულუკიძეს, ბრალს არ აღიარებენ, ამბობენ რომ იცავდნენ თავს, მათგან არც იარაღია ამოღებული, არც დანა, ცივი იარაღის გამოყენება მეორე მხრიდან მოხდა.

ისინი ამბობენ, რომ კონფლიქტი რამდენიმე თვის წინ დაიწყო. მეორე მხარე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს იბარებდა გარჩევებზე, მათი ორი მეგობარი სცემეს, მიიყვანეს საავადმყოფოში და ელოდებოდნენ ექიმს, იქ მივიდა მეორე მხარეც და მოხდა ინციდენტი. ჯერ ბრალი არა აქვთ წარდგენილი, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი ხულიგნობის მუხლის მეორე ნაწილით აპირებენ ბრალის წარდგენას-აცხადებს. ადვოკატი როინ აბაშიძე.

ავტორი: თეონა აბესაძე