„თი-ბი-სის ბანკის ლონდონის აქციონერების მიერ გაზიარებულ იქნა ეროვნული ბანკის პოზიცია, რომელზეც თქვენ პირდაპირ შეტევა მიიტანეთ და გააკრიტიკეთ“, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა მამუკა ხაზარაძეს.
„პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ დღეს ეროვნულ ბანკსა და თიბისი ბანკს შორის სამართლებრივი დავა არ არსებობს. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ თქვენ თიბისი ბანკის ამ პოზიციას ემიჯნებით, რადგან თქვენ აგრძელებთ ეროვნულ ბანკთან დავას. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ თქვენ თიბისი ბანკს ემიჯნებით? თქვენ დღეს ახსენეთ, რომ თიბისი ბანკზე განხორციელდა კიბერ-შეტევა, რაც თქვენ გამოიძიეთ და მიაწოდეთ რეზულტატები, თქვენი ვარაუდები პროკურატურას და ხართ უკმაყოფილო იმით რომ ეს საქმე წინ არ მიდის. როდესაც თქვენ მიიღეთ აღნიშნული წერილი, თქვენ ახსენეთ რომ ეს მოხდა მეორე ტურის წინ, რატომ არ გაგიჩნდათ სურვილი რომ მომენტალურად ეს წერილი მიგეტანათ პროკურატურაში? კიბერშეტევაზე წარადგინეთ შინაგან საქმეთა სამინისტროში და წერილს ამდენი ხანი ინახავთ, ეს საინტერესოა“, - მიმართა მამუკა ხაზარაძეს დეპუტატმა.