დედინაცვალი ჩემზე და ჩემს ძმაზე სექსუალურად ძალადობდა, -16 წლის მსხვერპლი ხუთწლიანი დუმილის შემდეგ ალაპარაკდა

15:59 03-04-2019
2452

ხუთ წლიანი დუმილის შემდეგ, 16 წლის მ.ნ. ოჯახში პედოფილიის ფაქტზე „პრაიმტაიმთან“ ალაპარაკდა. როგორც მოზარდი ბიჭი ყვება, ის წლების განმავლობაში დედინაცვლის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. ალკოჰოლზე დამოკიდებული მამა კი მას და მის ძმას ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა. 

„11 წლის ვიყავი, როცა დედა სახლიდან წავიდა, ჩემი ძმა მაშინ 9 წლის იყო. მამა ფიზიკურად უსწორდებოდა დედას და ვეღარ გაუძლო. ჩვენ სახლში დავრჩით. მამამ ძიძად მოგვიყვანა ქალი, რომელმაც მალევე დაიწყო ჩვენი ცემა, ლანძღვა და სექსუალურადაც ძალადობდა ჩემსა და ჩემს ძმაზე. მერე, მამა ალკოჰოლს მიეძალა და გვაიძულებდა, ქუჩაში მოწყალება გვეთხოვა და თანხა მისთვის მიგვეტანა. ვაპროტესტებდით იმ ქალის მოსვლას ჩვენს სახლში, მაგრამ... ის მალევე ჩვენი დედინაცვალი გახდა. ვეღარ გავძელით მასთან ერთად და მე და ჩემი ძმა ქუჩაში აღმოვჩნდით.

ძალიან ძნელი იყო უსახლკაროდ ცხოვრება. ვრჩებოდით მიწისქვეშა გადასასვლელებში, სკვერებში, მიტოვებულ შენობებში და დღე ისევ მოწყალებას ვითხოვდით. სხვა გზა არ გვქონდა, ასე უნდა გადამერჩინა თავიც და ძმაც სექსუალურად მოძალადე დედინაცვლისგან“, - ამბობს 16 წლის მოზარდი. 

„პრაიმტაიმმა“ ძმებს ერთ-ერთ თავშესაფარში მიაკვლია. ამჟამად ისინი იქ ხელობას ეუფლებიან.