ჰოლივუდის მსახიობი, სკარლეტ იოჰანსონი ქორწილის ცერემონიისთვის ემზადება. მისი რჩეულია, ტელეწამყვანი კოლინ ჟოსტი.
წყვილი, ორი წელია ერთად არიან. ჟურნალ US Weekly -ის წყაროს ცნობით, რამდენიმე ხნის წინ, შეყვარებულები საცხოვრებლად ერთად გადავიდნენ. ამ ეტაპზე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყვილმა, საქორწინო ცერემონია გადაწყვიტა.
შეგახსენებთ, რომ იოჰანსონი, ოფიციალურ ქორწინებაში, ორჯერ იმყოფებოდა. მისი ყოფილი პირველი ქმარია, რაიან რეინოლდსი. რაიანთან განქორწინებიდან, რამდენიმე წლის შემდეგ, მსახიობმა, ჟურნალისტ რომენ დორიაკთან იქორწინა, რომელსაც სამი წლის შემდეგ გაეყარა.
იხ. ფოტოები: