Prodigy-ს ჯგუფის წევრების ინფორმაციით, ვოკალისტმა კიტ ფლინტიმ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ბრიტანელი სამართალმდაცველების განცხადებით, კიტ ფლინტის გარდაცვალება, საეჭვო გარემოებებს არ უკავშირდება.
რამდენიმე წუთის წინ, Prodigy-ს ვოკალისტის გარდაცვალების მიზეზი, ჯგუფის წევრებმა, ინსტაგრამზე გაავრცელეს. მათი ინფორმაციით მუსიკოსმა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
„დაუჯერებელი ამბავია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენმა ძმამ კიტმა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შოკში ვარ, გაბრაზებული, გულგატეხილი და გამწარებული ვარ“ - წერს სოციალურ ქსელში, ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, ლიამა ჰოულეტი.
შეგახსენებთ, რომ Prodigy-ს ვოკალისტ კიტ ფლინტის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია, დღეს დილით გავრცელდა. პოლიციაში შესული ზარის საფუძველზე, საცხოვრებელ სახლში, სამართალდამცველები მივიდნენ - მომღერალი, პოლიციას უკვე გარდაცვლილი დახვდა.
იხ ფოტო: