დავით სერგეენკო კოლეგა მინისტრთან, გიორგი გახარიასთან დაკავშირებულ სკანდალს ეხმაურება და ჟურნალისტეთან პირველ კომენტარს აკეთებს.
„საკითხი თავისი მასშტაბით აუცილებლად მოითხოვს გამჭვირვალე და მოკლე ვადებში გამოძიებას. ის, რაც გუშინ გაჟღერდა, არის სერიოზული ბრალდება, რომელსაც სჭირდება დამტკიცება, ან გამორიცხვა. დასკვნვის წინასწარ გენერიერება არ არის სწორი. გიორგი გახარიას ვიცნობ წლებია - სამსახურებრივადაც და მეგობრულადაც. გამოვრიცხავ რომ მას ეს გაეკეთებინა“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
გუშინ მამუკა ხაზარაძემ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მის მიმართ განხორციელებულ მუქარაში დაადანაშაულა. მისი თქმით მინისტრმა მას წერილი მისწერა, სადაც რეპუტაციის შელახვით დაემუქრა.