ვერძი
2 მარტს ვენერა თქვენს მეგობრობის სახლში შევიდა. სოციალური აქტივობების, სოციალური ქსელების გააქტიურების და მეგობრებთან ურთიერთობების თვე გელოდებათ. შეიძლება კონცერტზე, ქორწილზე ან რამე წვეულებაზე წახვიდეთ. მოსალოდნელია ნაცნობობა თქვენს მომავალ სასიყვარულო პარტნიორთან. შესაძლოა ეს პიროვნება თქვენმა მეგობრებმა გაგაცნონ. ფინანსური დახმარება თუ დაგჭირდათ, ამაშიც მეგობრები დაგეხმარებიან. 5 მარტიდან მერკური რეტროგრადული იქნება. ეს ხელშეკრულებების, დოკუმენტების, ბიზნესის რეგისტრაციის პლანეტაა. ამიტომ, მარტში თავი შეიკავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებზე ხელის მოწერისგან, ბიზნესის წამოწყებისგან, თუნდაც ეს ონლაინ ბიზნესი იყოს. რეტროგრადული მერკური შეცდომებს გამოიწვევს და პროცესებს შეაფერხებს. თუმცა ეს კარგი დროა, გამოცდების ხელახლა ჩასაბარებლად, გაფუჭებული ნივთების შესაკეთებლად, ავტომობილის სარემონტოდ. მერკური თქვენს მე-12 სახლში მობრუნდება. შეიძლება თქვენი წარსულიდან გამოჩნდეს ვინმე: ყოფილი შეყვარებული, მეუღლე ან მეგობარი. კარგი დროა ზედმეტი ნივთების და ზედმეტი ადამიანებისგან გასათავისუფლებლად. შესაძლოა დაკარგული ნივთებიც კი იპოვოთ. კარგია სახლის დასალაგებლად. მოსალოდნელია სტუმრად გამგზავრება ისეთ ადგილას, სადაც ერთხელ უკვე ვიყავით. 5-28 მარტის პერიოდში არ შეიძლება ძვირფასი ნივთების შეძენა. რეტროგრადული მერკურის დროს გაკეთებული შენაძენი ყოველთვის წარუმატებელია. 6 მარტს ახალმთვარეობა თქვენს მე-12 სახლში იქნება. ეს ახალი ციკლის დასაწყისია. დასრულდება თქვენი ცხოვრების რაღაც ეტაპი. გექნებათ იმის ძალა, რომ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და დაასრულოთ არასასურველი ურთიერთობები, წამოხვიდეთ სამსახურიდან და მოემზადოთ სიახლეებისთვის. თუმცა მარტში ახალ საქმეს ნუ წამოიწყებთ. მე-12 სახლი საიდუმლოებებსაც ნიშნავს, ამიტომ ფრთხილად იყავით, შესაძლოა თქვენს ახალ სასიყვარულო პარტნიორს მეუღლე ჰყავდეს. 7 მარტს ურანი თქვენს მეორე სახლში შევა (7 წლით) და აქვე იქნება მარსიც. მარსი სითამამეს შეგმატებთ. შესაძლოა თქვენს უფროსს გამოუცხადოთ, რომ სამსახურიდან მიდიხართ და საკუთარ საქმეს იწყებთ. შეიცვლება თქვენი საქმიანობის სფერო და შემოსავლების წყარო. ურანი ამ სახლში 7 წელი იქნება და მთელი ეს დრო, ხშირად შეიცვლება თქვენი სამუშაო ადგილები და შემოსავლის ოდენობა. ცვლილებები გელით ფინანსურ მდგომარეობაში, შესაძლოა ერთ დღეს ლატარიაში მოიგოთ, მეორე დღეს კი ყველაფერი სამორინეში წააგოთ. ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინეთ. მარტში ნურაფერს გარისკავთ. 21 მარტს სავსემთვარეობა მე-7 სახლში გექნებათ. სავსე მთვარე დაგანახებთ პრობლემებს თქვენს პირად ურთიერთობაში. შესაძლოა საყვარელი ადამიანის ცუდი მხარი დაინახოთ და ურთიერთობა დაასრულოთ. თუმცა მოსალოდნელია ასეთი ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლა. ეს ეხება როგროც სასიყვარულო, ასევე საქმიან ურთიერთობებს. 21 მარტს ხელს ნურაფერს მოაწერთ, მოითმინეთ აპრილამდე. 21 მარტს მზე თქვენს ნიშანში შევა და ენერგიის ახალ წყაროს მიიღებთ, დაიწყება ახალი 12 თვიანი ციკლი. 27 მარტს ვენერა თქვენს მე-12 სახლში შევა. აქ იყრის თავს ყველა პლანეტა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ თვეში რაღაცას დაასრულებთ, რაღაცისგან გათავისუფლდებით ან სხვაგან გაემგზავრებით. მოსალოდნელია დაკარგულ ადამიანებთან ხელახლა შეხვედრა.
კურო
2 მარტს ვენერამ ნიშანი შეიცვალა და თქვენს მე-10 სახლში (კარიერა და სტატუსი) შევიდა. ვენერა ყოველთვის კარგ ამბებს გულისხმობს. სასიამოვნო სიახლეები გელოდებათ თქვენს კარიერასთან, სამსახურთან დაკავშირებით. მოსალოდნელია სამსახურეობრივი რომანის წამოწყება. შესაძლოა დაიწყოთ ისეთი სამსახური, რომელსაც ძალიან შეიყვარებთ. ვენერა მე-10 სახლში ძალიან კარგია ფინანსური თვალსაზრისით. შესაძლოა პრემია მოგცენ, ვალი დაგიბრუნონ, ხელფასი გაგიზარდონ ან დამატებითი შემოსავლის წყარო გამოჩნდეს. მოსალოდნელია ახალი სასიყვარულო ურთიერთობის წამოწყება ან ქორწილი. თუკი ვინმესთან კონფლიქტი გქონდათ სამსახურში, მარტი კარგი დროა შერიგებისთვის. 5 მარტს მერკური შემოტრიალდება და 27 მარტამდე რეტროგრადული იქნება. ეს პლანეტა თქვენს მე-11 სახლში შემობრუნდება. ამ პერიოდში არ შეიძლება მნიშვნელოვანი დოკუმენტების, ხელშეკრულებების ხელმოწერა, ბიზნესის წამოწყება, ტექნიკისა და უძრავი ქონების შეძენა. კარგი დროა გამოცდების ხელახლა ჩასაბარებლად, სწავლის ხელახლა დასაწყებად. მე-11 სახლი მეგობრებს მოიცავს, ამიტომ შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში ძველი მეგობარი დაბრუნდეს. 5-დან 27 მარტამდე არ დაარეგისტრიროთ ბიზნესი, დაელოდეთ აპრილს. 6 მარტს ახალმთვარეობაა, რამაც შესაძლოა სიახლე ან ახალი მეგობრები მოგიტანოთ. კარგი პერიოდია ინფორმაციის მოსაგროვებლად, კვლევის ჩასატარებლად, ბაზრის შესწავლისთვის, თუმცა არ შეიძლება ბიზნესის წამოწყება. 7 მარტს ურანი, მოულოდნელობებისა და ცვლილებების პლანეტა, თქვენს ნიშანში შედის, აქვეა მარსიც. შესაძლოა, სრულიად მოულოდნელად, უჩვეულო გარემოში გაიცნოთ ახალი სექსუალური პარტნიორი. ის შეიძლება უცხოელი ან თქვენზე უფროსი იყოს. მოსალოდნელია ბიზნეს-შემოთავაზებები, თუმცა აპრილის თვემდე დოკუმენტებს ხელს ნუ მოაწერთ. 7 მარტიდან ამაღლებული განწყობა გექნებათ, თავს ენერგიულად და გაახალგაზრდავებულად იგრძნობთ. 21 მარტს სავსემთვარეობაა, რომელიც თქვენს მე-6 სახლში მოხდება. თუკი რაიმე კითხვის ნიშნები გქონდათ თქვენს სამუშაო ადგილთან დაკავშირებით, ყველაფერს ნათელი მოეფინება. შეიძლება სამსახურიდან წასვლა გადაწყვიტოთ ან შემცირებაში მოყვეთ. 21 მარტს მზე თქვენს მე-12 სახლში შევა. დაუთმეთ დრო თქვენს საკუთარ თავს. კარგი პერიოდია სახლის დასალაგებლად, უსარგებლო ნივთების გადასაყრელად და დასასვენებლად. 27 მარტს ვენერა გამოვა თქვენი კარიერის სახლიდან და შევა მე-11 სახლში, სადაც რეტროგრადული მერკური გყავთ. შესაძლოა თქვენს მეგობარს დახმარება დასჭირდეთ. მე-11 სახლი სოციალურად აქტიური სახლია, ამიტომ მარტი მეგობრებთან კონტაქტის, ურთიერთობების გაღრმავების თვე იქნება. 28 მარტს კი მერკური რეტროგრადულ მოძრაობას დაასრულებს და ნეპტუნს შეუერთდება. ნეპტუნი ყველაფერს ბურუსში ახვევს, ამიტომ 27-29 მარტის პერიოდში ნუ დათანხმდებით შემოთავაზებებს. ამ დროს ხშირია თაღლითობები და ტყუილები.
ტყუპები
ვენერა 2 მარტს თქვენს მე-9 სახლში შევიდა (იღბალი, მოგზაურობა, ცხოვრების აზრი). ვენერას ასეთმა მდგომარეობამ შესაძლოა მოგზაურობა, ახალი ნაცნობობა და სიყვარული მოგიტანოთ. თუ ვინმესთან ხანგრძლივი მიმოწერა გქონდათ საზღვარგარეთ, შესაძლოა ეს ადამიანი ჩამოვიდეს და პირადად გაგეცნოთ. თუ უცხოეთიდან რაიმე ნივთი გაქვთ გამოწერილი, აუცილებლად ამ თვეში მიიღებთ. ვენერა ფულის პლანეტაცაა, ამიტომ შესაძლოა შემოსავლები მიიღოთ საზღვარგარეთიდან. თუ სხვა ქვეყანაში სასწავლებლად წასვლა ან მუშაობა გაქვთ გადაწყვეტილი, აუცილებლად ყველაფერი ისე გამოვა, როგორც თავად გსურთ. დღეს მერკური შემოტრიალდება და რეტროგრადული ხდება. პლანეტის ეს მდგომარეობა 27 მარტამდე გაგრძელდება. თქვენს შემთხვევაში, მერკური მე-10 სახლში იქნება რეტროგრადული. ეს იმას ნიშნავს, რომ სამსახურთან დაკავშირებით შეფერხებები გექნებათ ან ძველ სამუშაოს დაუბრუნდებით. შესაძლოა ახალ სამსახურზე თქვათ უარი ან დასაქმების პროცესი გაჭიანურდეს. რეტროგრადული მერკურის დროს კარგია გამოცდების ხელახლა ჩაბარება, ხელშეკრულებების გაგრძელება, თუმცა არ შეიძლება ახალი დოკუმენტების გაფორმება. არ ღირს ამ პერიოდში ძვირფასი ნივთების შეძენა, რადგან შემდეგ ამას აუცილებლად ინანებთ. განსაკუთრებით მოერიდეთ ტექნიკის და ავტომობილების შეძენას. მოსალოდნელია მოვლენათა უეცარი ცვლილება. თუკი სამსახურიდან გათავისუფლებას გიპირებდნენ, შესაძლოა გადაიფიქრონ. რეტროგრადული მერკურის პირობებში არ არის გამორიცხული ქორწინების გადადება. თუ უნივერსიტეტს ამთავრებთ და დიპლომის დაცვა გიწევთ, ეს პროცესიც გაჭიანურდება. 6 მარტს კი ახალმთვარეობაა, ესეც თქვენს მე-10 სახლში მოხდება. ამ პერიოდში თქვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას, გეგმების ხორცშესხმას შეძლებთ. შესაძლოა გასაუბრებაზე დაგიძახონ, თუმცა ეს საბოლოო ტესტირება არ იქნება და წინ კიდევ გელით გამოცდა ან დამატებითი შესარჩევი ტურები. 7 მარტიდან ურანი იცვლის ნიშანს და თქვენს მე-12 სახლში შედის. ეს ნიშნავს, რომ ამ პერიოდიდან დაიწყებთ ყველაფრის დალაგებას. მოიშორებთ არასასურველ ნივთებს, არასასურველ ადამიანებს, დაიწყებთ საკუთარი ცხოვრების დალაგებას. მოსალოდნელია ემიგრაცია ან უბრალოდ სხვა ქალაქში გადასვლა, სადაც ყველაფერს ახლიდან დაიწყებთ. ურანი სითამამეს შეგმატებთ, თუმცა რეტროგრადული მერკურის პირობებში ახალი არაფერი წამოიწყოთ, ამისთვის აპრილს დაელოდეთ, მარტის თვე კი მოსამზადებლად გამოიყენეთ. 21 მარტს სავსემთვარეობვა თქვენს მე-5 სახლში მოხდება. ეს ბედნიერების, სიხარულის და სიყვარულის სახლია. მოსალოდნელია პაემნები, ახალი ნაცნობობა, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელდება. რეტროგრადული მერკურის დროს შესაძლოა ყოფილ შეყვარებულს შეხვდეთ. ძალიან კარგი პერიოდია შესარიგებლად. გარდა ამისა, შესაძლოა გაიგოთ, რომ ბავშვს ან შვილიშვილს ელოდებით. ამავე დრეს, 21 მარტს, მზე თქვენს მე-11 სახლში შევა. შესაძლოა რაიმე კონკურსში ან პროექტში მიიღოთ მონაწილეობა. 27 მარტს კი ვენერა თქვენს მე-10 სახლში შევა. მოსალოდნელია ძველი სიყვარულის განახლება ან სამსახურეობრივი რომანი. შესაძლოა ვალი დაგიბრუნონ ან რაიმე ჯილდო/პრემია მიიღოთ. 28 მარტს მერკური პირდაპირი მიმართულებით დაიწყებს მოძრაობას, თუმცა იგი ნეპტუნს შეუერთდება. ამიტომ ფრთხილად იყავით, 28-29 მარტს მოსალოდნელია თაღლითურ სქემაში გახვევა.
კირჩხიბი
2 მარტს ვენერა თქვენს მე-8 სახლში შევიდა. პლანეტის ასეთი მდგომარეობა ფულს მოგიტანთ. საუბარია ისეთ თანხაზე, რომელიც თქვენ არ გამოგიმუშავებიათ. შესაძლოა კომპენსაცია ან მემკვიდრეობა მიიღოთ ან თქვენმა მეუღლემ უკეთესი შემოსავლის წყარო იპოვოს. მოსალოდნელია ბიზნეს პარტნიორის გამოჩენა თქვენს ცხოვრებაში, თუმცა ნუ მოაწერთ მასთან შეთანხმებას ხელს. ვენერა დაგეხამრებათ დაიბრუნოთ ძალა, დააბალანსოთ ემოციები და აკონტროლოთ საკუთარი თავი. შესაძლოა ძალიან ვნებიანი სასიყვარულო ურთიერთობა წამოიწყოთ. 5 მარტს კი მერკური რეტროგრადული მიმართულებით იწყებს მოძრაობას, რაც თქვენს მე-9 სახლში მოხდება. მოგეცემათ შანსი წახვიდეთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ადრე უკვე იყავით. შესაძლოა უცხო ქვეყნიდან სტუმარი გეწვიოთ. რეტროგრადული მერკურის პირობებში არ შეიძინოთ ძვირფასი ნივთები: კომპიუტერები, ტელეფონები, ავტომობილები და ა.შ. თუ რამე ხელახლა გაქვთ გასაკეთებელი, მაგალითად მართვის მოწმობის გამოცდაზე ხელახლა ხართ გასასვლელი, ამისთვის მარტი კარგი თვეა. კარგი პერიოდია იმისთვის, რომ მოამზადოთ მასალები სტატიის ან წიგნის გამოსაქვეყნებლად. 6 მარტს სავსემთვარეობაა, რაც ასევე თქვენს მე-9 სახლში მოხდება. მოსალოდნელია მოგზაურობა, ნაცნობობა უცხოელებთან ან უცხო ენის შესწავლა. მარტში გააქტიურდება ყველა ის სფერო, რაც უცხო ქვეყნებს და უცხო კულტურებს უკავშირდება. თუ ვიზას ელოდებით, ეს მთელი თვე გაგრძელდება. თუ პირველად შედიხართ საელჩოში, მეორედაც მოგიწევთ. ახალი მთვარე ახალ ენერგიას შეგმატებთ. შესაძლოა იოგით ან მედიტაციით დაკავდეთ. მე-9 სახლი სასამართლო პროცესებსაც შეეხება. მარტი კარგი პერიოდია სამართლებრივი განხილვებისთვის, გარიგებებისთვის, თუმცა ეს პროცესი 3 კვირა გაჭიანურდება. 7 მარტს ურანი თქვენს მე-11 სახლში შევა. შეიცვლება თქვენი სანაცნობო და სამეგობრო წრე. გაგიჩნდებათ ახალი ინტერესის სფერო და გეყოლებათ ახალი თანამოაზრეები. მე-11 სახლი კოლექტივის და სოციალური ქსელების სახლია. შესაძლოა სწორედ მარტიდან გადაწყვითოთ ინტერნეტში თქვენი გვერდის შექმნა. თუმცა მარტში ონლაინ ბიზნესის წამოწყებისგან თავში შეიაკვებთ. რეტროგრადული მერკურის დროს საქმის წამოწყება არ ღირს. 21 მარტს სამვსემთვარეობა თქვენს მე-4 სახლში მოხდება. ნათელი მოეფინება უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებს. შესაძლოა საცხოვრებელი ადგილი შეიცვალოთ, ან თქვენი შვილი წავიდეს სახლიდან. მოსალოდნელია მატება ოჯახში. თუ ბინას აქირავებთ, შესაძლოა ახალი მდგუმრები გამოჩნდნენ, თუ ბინას ქირაობთ, მაშინ შესაძლოა გითხრან, რომ სახლი იყიდება და უნდა გადახვიდეთ. მოსალოდნელია მივლინებით წასვლა. 27 მარტს ვენერა თქვენს მე-9 სახლში შევა. ეს სახლი წარმოადგენს ყველაფერს, რაც უცხო ქვეყნებს ან სამართლებრივ პროცესებს უკავშირდება. ვენერა სიყვარულის პლანეტაა, ამიტომ შესაძლოა სასიყვარულო პარტნიორი გაიცნოთ, რომელიც უცხო ქვეყნიდანაა. 28 მარტს მერკური პირდაპირი მიმართულებით დაიწყებს მოძრაობას, თუმცა იგი ნეპტუნს შეუერთდება და ეს არ არის კარგი კავშირი. განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ, რადგან შესაძლოა თაღლითობის მსხვერპლი აღმოჩნდეთ.
ლომი
2 მარტს ვენერა თქვენს მე-7 სახლში შევიდა. ვენერას ეს მდგომარეობა უყვარს. იდეალური პერიოდია საყვარელ ადამიანთან შესარიგებლად, შეხვედრებისთვის, პაემნებისთვის. 5 მარტს მერკური რეტროგრადული მიმართულებით იწყებს მოძრაობას. ნუ შეიძენთ ძვირფას ნივთებს, არ მოაწეროთ ხელი მნიშვნელოვან დოკუმენტებს, ნუ ენდობით დაპირებებს. მერკური 27 მარტამდე იქნება რეტროგრადული, ამიტომ ფრთხილად იყავით ეს სამი კვირა. თუ ახალ სამსახურს შეგპირდებიან, შესაძლოა მალევე გადაიფიქრონ. ეს თვე არ არის კარგი ქორწინებისთვის, არც ქირურგიული ოპერაციებისთვის. რეტრო-მერკურის დროს, ოპერაციის გაკეთება მხოლოდ იმ შემთხვევაშია კარგი, თუ მას ხელახლა იკეთებთ. ეს 3 კვირა კარგია განმარტოვებისთვის, შინაგანი ტრანსფორმაციისთვის. შესაძლოა განაახლოთ ძველი ურთიერთობები. მოსალოდნელია ვნებიანი ინტიმური ურთიერთობები, რომელიც მოკლევადიანი იქნება. აუცილებლად დაბრუნდება რაღაც წარსულიდან. შესაძლოა დაგიბრუნონ ვალები, გაგიგრძელონ სტიპენდია, ხელახლა გააფორმოთ დაზღვევა ან მოახდინოთ სესხის რესტრუქტურიზაცია. 6 მარტს ახალმთვარეობაც თქვენს მე-8 სახლში მოხდება. 3 რამ შესაძლოა მოხდეს მე-8 სახლში პირობებში: ფსიქოლოგიური ტრანსფორმაცია, ფინანსური საკითხების მოგვარება და ინტიმური ურთიერთობები. მოულოდნელობები გელოდებათ, რომელიც შესაძლოა სასიამოვნო იყოს ან კრიზისულ სიტუაციას ეხებოდეს. 7 მარტს ურანი შეიცვლის ნიშანს და ყურადღება გამახვილდება თქვენი პროფესიული საქმიანობის ცვლილებაზე. შესაძლოა სრულიად ახალ სფეროში გადაწყვიტოთ მოღვაწეობა. ან თავად წახვალთ სამსახურიდან ან გაგათავისუფლებენ. თუმცა თქვენ დამოუკიდებლად დაიწყებთ მუშაობას და მეტად თავისუფლები იქნებით. არ არის გამორიცხული, რომ რადიკალურად შეიცვალოთ მიზნები. მოსალოდნელია სხვა ქვეყანაში ან ქალაქში გამგზავრება სამუშაოდ. გაითვალისწინეთ, რომ თუ სამსახურიდან გაგიშვებენ, თუ კომპანია დაიხურება ან ხელმძღვანელობა შეიცვლება, ეს მხოლოდ თქვენს სასიკეთოდ მოხდება. ურანი მე-10 სახლში სტატუსის ცვლილებას ნიშნავს. შესაძლოა თანამდებობა შეიცვალოთ, იქორწინოთ ან განქორწინდეთ. ურანი ახალ სტატუსს მოგცემთ, თანაც ეს მოულოდნელად და სწრაფად მოხდება. 21 მარტს სავსემთვარეობა თქვენს მე-3 სახლში მოხდება. ეს კომუნიკაციის, ინფორმაციის და კომუნიკაციის სახლია. მოსალოდნელია მოკლე ვადით გამგზავრება, ახალი ნაცნობების შეძენა და საქმიანი კომუნიკაციები. თუმცა, რეტროგრადული მერკურის პირობებში გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ და ხელს ნურაფერს მოაწერთ. შესაძლოა სასწავლებლად წასვლა ან სასწავლო კურსის დასრულება. მარტში არ შეიძინოთ ავტომობილი, თუმცა შეგიძლიათ თამამად გაყიდოთ. მე-3 სახლი დედმამიშვილებსაც ეხება. ამიტომ მოსალოდნელია და-ძმასთან შეხვედრა, შეიძლება თქვენგან დახმარება დასჭირდეთ. 21 მარტს მზე მე-9 სახლში შევა. შესაძლოა ნათესავთან ერთად სამოგზაუროდ ან დასასვენებლად წახვიდეთ. თუ სასამართლო დავა გაქვთ, საქმე წინ წაიწევს. 27 მარტს ვენერა თქვენს მე-8 სახლში შევა. პლანეტის ასეთი მდგომარობა ფულს მოგიტანთ. მოსალოდნელია ინტიმური ურთიერთობების გააქტიურება. 28 მარტს კი მერკური პირდაპირი მიმართულებით დაიწყებს მოძრაობას, თუმცა ნეპტუნს უერთდება, ამიტომ 28-29 მარტს ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს. ფრთხილად იყავით, რადგან შესაძლოა მოგატყუონ.
ქალწული
2 მარტს ვენერა თქვენს მე-6 სახლში შევიდა. ეს ყოველდღიური საქმიანობის, სამსახურის სახლია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სფეროში ჰარმონია გექნებათ. შესაძლოა თანამშრომელ ქალს დაუმეგობრდეთ. თუ საკუთარი ბიზნესი გაქვთ, მაშინ თქვენთვის სასურველ ადამიანს დაასაქმებთ. თუმცა ვენერა მე-6 სახლში გიბიძგებთ ალკოჰოლის სმისკენ და ტკბილეულობის მირთმევისკენ, ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინეთ. კარგი დროა ცხოვრების სტილის შესაცვლელად, ჯანსაღი კვების დასაწყებად და ვარჯიშისთვის. 5 მარტს მერკური რეტროგრადულად იწყებს მოძრაობას. ეს თქვენი მმართველი პლანეტაა. რეტროგრადული მერკურისას შესაძლოა რაღაც დეტალები გამოგვეპაროს, ყველაფრის ხელახლა გაკეთება მოგვიწიოს. თავი შეიაკვეთ ტექნიკის და ავტომობილების შეძენისგან. ცუდი თვეა ქირურგიული ოპერაციებისა და ქორწინებისთვის. მერკური თქვენს მე-7 სახლში შემოტრიალდება. ეს კონტრაქტების და მოლაპარაკებების სახლია. არ მოაწეროთ ხელი დოკუმენტებს, არ გააკეთოთ იპოთეკა, არ გააქირავოთ სახლი ან კომერციული ფართი, არ შეიძინოთ უძრავი ქონება. ყველაფერი გადადეთ აპრილისთვის. მოსალოდნელია შერიგება ყოფილ შეყვარებულთან/მეუღლესთან. ან შესაძლოა უბრალოდ გაახსენდეთ თქვენს ყოფილ პარტნიორს. ნებისმიერი სახის მოლაპარაკებები გაჭიანურდება. გადაწყვეტილებები მხოლოდ აპრილში მიიღეთ. 6 მარტს ახალმთვარეობაც თქვენს მე-7 სახლში მოხდება. დაიწყებთ სიტუაციების და ურთიერთობების გადაფასებას. თქვენთვის მთელი მარტი ფიქრისა და სხვადასხვა საკითხების გაანალიზების თვეა. ახალმთვარეობას ხშირად ახალი ნაცნობები მოჰყავს. თუმცა რეტრო-მერკურის პირობებში ახალი ურთიერთობები მოკლევადიანია. 7 მარტს ურანი თქვენს მე-9 სახლში შედის, აქვეა მარსიც. ეს მოგზაურობის, სწავლის, საკუთარი თავის პოვნის სახლია. შესაძლოა დაიწყოთ სიარული სემინარებზე ან თავად წაიკითხოთ ლექციები. გელით მოგზაურობა უცხო ქვეყნებში, ნაცნობობა უცხოელ ადამიანებთან. შესაძლოა საზღვარგარეთ წახვიდეთ სამუშაოდ. ურანი სურპრიზების პლანეტაა და ის მე-9 სახლში რამდენიმე წელი გაჩერდება. ამ პერიოდში მოსალოდნელია უეცარი და სასიამოვნო გადაწყვეტილებების მიღება. 21 მარტს კი სავსემთვარეობა თქვენს მე-2 სახლში მოხდება: ფული, ფინანსები, შემოსავლის წყარო. ეს სფეროები შეიცვლება და დალაგდება თქვენს ცხოვრებაში. ამავე დღეს, მზე მე-8 სახლში შევა. 21 მარტიდან შემოსავლების და ფინანსების თემა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. შესაძლოა კრედიტი აიღოთ ან რამე გაყიდოთ და დიდი ფული აიღოთ. შესაძლოა სწორედ ამ სავსემთვარეობას გადაწყვიტოთ თუ სად გსურთ მუშაობა, როგორ გსურთ ფულის შოვნა. ამიტომ, შესაძლოა სამსახურიდან წასვლა და დამოუკიდებლად მუშაობა გადაწყვიტოთ. თუმცა საკუტარ კომპანიას მარტში ნუ გახსნით, დაელოდეთ აპრილს. 27 მარტს ვენერა თქვენს მე-7 სახლში შევა. თუ ქორწინებაში ხართ, მაშინ ახალი თაფლობის თვე გელით, თუ თავისუფალი ხართ, მაშინ პაემანზე დაგპატიჟებენ. საქმიან ურთიერთობებში კი მარტივად შეძლებთ პარტიორის ან მომხმარებლების დარწმუნებას. 28 მარტს მერკური პირდაპირი მიმართულებით იწყებს მოძრაობას, თუმცა ამავე დღეს იგი ნეპტუნს შეუერთდება. ამ ორი პლანეტის კავშირი სახიფათოა. 28-29 მარტს მაღალია თაღლითურ სქემაში გახვევის რისკი.
სასწორი
2 მარტს ვენერა თქვენს მე-5 სახლში შევიდა. ვენერა თქვენი მმართველი პლანეტაა, მე-5 სახლი კი ბედნიერების და სიყვარულის სახლია. პლანეტის ასეთი მდგომარეობა სასიყვარულო ემოციებს, სიხარულს და აღმაფრენას მოგიტანთ. 5 მარტს კი მერკური რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს. ეს პლანეტა თქვენს მე-6 სახლში შემობრუნდება. მერკური გადაფასებას, გადაკეთებას ნიშნავს. შესაძლოა სამსახურში რაღაცის ხელახლა გაკეთება მოგიწიოთ ან ძველ სამსახურში დაგიძახოთ ან დეკრეტიდან სამუშაოდა გახვიდეთ. რეტროგრადული მერკური წარსულს უკავშირდება, ამიტომ შესაძლოა ძველი თანამშრომელი დაბრუნდეს თქვენს სამსახურში. მოსალოდნელია ტრენინგზე წასვლა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. თუ კონტრაქტით მუშაობთ, მაშინ შესაძლოა გაგიგრძელონ ხელშეკრულება და თქვენ ახალი პირობები მოითხოვოთ. თუმცა მოლაპარაკებების პროცესი 3 კვირა გაგრძელდება. მე-6 სახლი ჯანმრთელობას უკავშირდება. რეტრო-მერკურის დროს შესაძლოა ძველი პრობლემები დაგიბრუნდეთ და მკურნალობის ხელახალი კურსი ჩაიტაროთ. ქირურგიული ოპერაციებისთვის ცუდი თვეა. ქირურგიული ჩარევა მხოლოდ იმ შემთხვევაშია მიზანშეწონილი, თუ ამ ოპერაციას ხელახლა იკეთებთ. რეტრო-მერკურის დროს არ შეიძინოთ ძვირფასი ნივთები: ტექნიკა, ავტომობილი, სახლი. თუმცა კარგი პერიოდია გასაყიდად. 6 მარტს ახალმთვარეობაც თქვენს მე-6 სახლში მოხდება. შესაძლოა ახალი თანამშრომლები ან ხელმძღვანელები მოვიდნენ სამსახურში. რაც შეეხება ჯანმრთელობას: შესაძლოა დიეტა დაიწყოთ. 7 მარტს ურანი თქვენს მე-8 სახლში შევა. აქ უმნიშვნელოვანესია ის ფაქტი, რომ ურანი თქვენი სასიყვარულო ურთიერთობების და ქორწინებისა სახლიდან გამოვიდა და ამიერიდან ეს საკითხები მოგვარდება. ბოლო წლებში თუ ხშირი იყო განშორებები, იმედგაცრუებები - ეს აუცილებლად დასრულდება. 7 მარტიდან სიყვარულში ყველაფერი რიგზე იქნება. თუმცა დაიწყებთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. შესაძლოა გამოჩნდეს ახალი შემოსავლების წყარო და შეიცვალოს თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ფრთხილად იყავით ისინი, ვინც საფონდო ბირჯაზე მუშაობთ ან საკუთარი ბიზნესი გაქვთ, რადგან ურანი ზოგერ ერთბაშად ბევრ ფულს გვაძლევს, შემდეგ კი უეცრად ყველაფერს გვართმევს. ამიტომ, ნუ გარისკავთ. ურანი დაგეხმარებათ, ფსიქოლოგიური ტრავმებისგან გათავისუფელბაში. შესაძლოა თავი დაანებოთ სმას ან ნარკოტიკულ საშუალებებს. მე-8 სახლი ინტიმი და სექსია, ურანი კი მოულოდნელობები , ამიტომ შესაძლოა 1 ღამის სექსი გქონდეთ ან საყვარელი გაიჩინოთ. 21 მარტს სავსემთვარეობა თქვენს პირველ სახლში, თქვენივე ნიშანში მოხდება. ყურადღების ცენტრში მოექცევით. შესაძლოა სცენაზე გამოხვიდეთ ან სემინარები წაიკითხოთ. მოსალოდნელია იმიჯის შეცვლა. 21 მარტს მზე თქვენს მე-7 სახლში.ამ პერიოდში შესაძლოა საყვარელ ადამიანთან გქონდეთ სერიოზული საუბარი. ურთიერთობა ან ახალ ეტაპზე გადავა ან დაშორდებით. რეტრო-მერკურის პირობებში შესაძლოა ყოფილ პარტნიორს მისცეთ მორიგი შანსი. ეს შესაძლოა არა სასიყვარულო, არამედ საქმიან ურთიერთობებს ეხებოდეს. 27 მარტს ვენერა თქვენს მე-6 სახლში (სამსახური) შედის. ამდენი პლანეტის ერთ სახლში თავმოყრა ნიშნავს, რომ ამ თვეში ეს სფერო თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება. შესაძლოა სამსახურში შეგაქონ ან პრემია მიიღოთ. ვენერა ტკბილეულს გვანდომებს, ამიტომ მოერიდეთ შაქრის მიღებას, რადგან წონაში მომატების რისკი არსებობს. 28 მარტს კი მერკური შემობრუნდება თქვენს მე-6 სახლში. იგი ნეპტუნს შეუერთდება. 28-29 მარტი კარგია სამსახურის დასაწყებად, თუმცა ისეთ სფეროებში როგორებიცაა: საზოგადოებასთან ურთიერთობა, მედიცინა, ნავთობის მოპოვება, ზღვაოსნობა. რაც შეეხება შეხვედრებს და საქმიან მოლაპარაკებებს, ფრთხილად იყავით, რადგან ამ ორი დღის განმავლობაში დიდი ალბათობაა, რომ მოგატყუონ ან თაღლითობის მსხვერპლი აღმოჩნდეთ.
მორიელი
2 მარტს ვენერა თქვენს მე-4 სახლში (ოჯახი) შევიდა. თუ თქვენი ოჯახის წევრთან/ნათესავთან ნაჩხუბარი იყავით, აუცილებლად შერიგდებით. 5 მარტს მერკური რეტროგრადულად იწყებს მოძრაობას თქვენს მე-5 სახლში. შეიძლება შეურიგდეთ ყოფილ შეყვარებულს/მეუღლეს. შეიძლება მათთან ერთად დასასვენებლად წახვიდეთ. მოსალოდნელია პაემანი ყოფილთან, რაც ძალიან გაგახარებთ. ძველი ურთიერთობების გადაფასებას დაიწყებთ. შესაძლოა თქვენი წარსულიდან გამოჩნდეს ისეთი ადამიანი, რომელზეც საერთოდ არ ფიქრობდით. მე-5 სახლში ბავშვებსაც უკავშირდება. შესაძლოა შვილი გესტუმროთ ან შვილიშვილები, ან თავად წახვიდეთ მათთან. მე-5 სახლი ასევე განაგებს კერძო ბიზნესს, ჰობის და ხელოვნებას. შესაძლოა თეატრალურ სტუდიაში დაიწყოთ სიარული, გაიხსენოთ ძველი ჰობი და იგი შემოსავლის წყაროდ აქციოთ. თუმცა ბიზნესს მარტში ნუ დაარეგისტრირებთ. 6 მარტს ახალმთვარეობა თქვენს მე-5 სახლში მოხდება. ახალი მთვარე ახალი ურთიერთობების დასაწყისი იქნება თქვენთვის, თუმცა ეს მოკლევადიანი იქნება. შესაძლოა ახალი იდეა გაგიჩნდეთ ბიზნესთან დაკავშირებით, თუმცა მის განხორციელებას მარტში ნუ დაიწყებთ, დაელოდეთ აპრილს. რეტროგრადული მერკურის პირობებში არ ღირს ბიზნესის დარეგისტრირება, დოკუმენტებზე ხელის მოწერა და ხელშეკრულებების გაფორმება. 7 მარტს ურანი იცვლის ნიშანს და თქვენს მე-7 სახლში, აქვეა მარსიც. ეს კომბინაცია თქვენში ვნებებს გააღვიძებს, მოსალოდნელია სასიყვარულო რომანის დაწყება უმცროს ადამიანთან ან უცხოელთან. შესაძლოა სასიყვარულო პარტნიორთან განშორება გადაწყვიტოთ. ურანი ამ სახლში 7 წელი იქნება, ამიტომ ურთიერთობების საკითხი სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში დალაგდება. 21 მარტს სავსემთვარეობა თქვენს მე-12 სახლში მოხდება. სავსე მთვარე კულმინაციას ნიშნავს. გათავისუფლდებით ყოველივე არასასურველისგან, დასრულდება ცხოვრების რაღაც ეტაპი და დაიწყებთ მომზადებას ახლისთვის. შესაძლოა საბოლოოდ ჩამოიშოროთ ადამიანი, რომელიც მოსვენებას არ გაძლევთ. კარგი პერიოდია განმარტოვებისთვის და საკუთარ ფიქრებში/სურვილებში გასარკვევად. 21 მარტს მზე თქვენს მე-6 სახლში შედის, ეს კარგი შესაძლებლობაა ახალი სამსახურის მოსაძებნად, თუმცა მუშაობა აპრილამდე არ დაიწყოთ. 27 მარტს ვენერა მე-5 სახლში შევა. მთელი თვის განმავლობაში აქტიურია სიყვარულისა და ბედნიერების თემა. პლანეტების მდებარეობა თქვენს სახლებში სწორედ ამ საკითხებზე მიუთითებს. სწორედ ამიტომ, მარტში თქვენ გადააფასებთ ურთიერთობებს, გააანალიზებთ, დაფიქრდებით და მიხვდებით რა არის თქვენთვის უკეთესი. დაიწყებთ საკუთარი თავის პატივისცემას და სიყვარულს. 28 მარტს მერკური პრიდაპირი მიმართულებით იწყებს მოძრაობას და ნეპტუნს შეუერთდება. ყველა პლანეტა თქვენს მე-5 სახლში მოძრაობს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ სიყვარულის და ბედნიერების დიდი ალბათობაა. ფრთხილად იყავით 28-29 მარტს, რადგან მერკურისა და ნეპტუნის კავშირი ზრდის თაღლითური სქემების რისკს.
მშვილდოსანი
მარტი წარსულში დაბრუნების და შეფერხებების თვე იქნება, რადგან 3 კვირის განმავლობაში მერკური რეტროგრადული იქნება. ყველაფერი, რაც მოლაპარაკებებს, შეთანხმებებს, დოკუმენტებს და შენაძენებს უკავშირდება, გაჭიანურდება. მერკური 5 მარტს თქვენს მე-4 სახლში შემობრუნდება. ეს ოჯახის, საცხოვრებელი ადგილის სახლია. შესაძლოა ამ სამი კვირის განმავლობაში თქვენ მივლინებაში წახვიდეთ. მოსალოდნელია ნათესავების სტუმრობა. შესაძლოა ვინმემ გაგიხსენოთ თქვენი ბავშვობიდან. მოსალოდნელია რემონტის წამოწყება. რეტრო-მერკურისას კარგია რემონტის კეთება, უსარგებლო ნივთების გადაყრა და დალაგება. შესაძლოა რამე დაკარგულ ნივთსაც კი მიაგნოთ. კარგი თვეა სასურველი სახლის მოსაძებნად, შევაჭრებისთვის, თუმცა არა შენაძენის გასაკეთებლად. 5-27 მარტის პერიოდში ხელს ნუ მოაწერთ დოკუმენტებს/ხელშეკრულებებს. ნუ შეიძენთ ტექნიკას, ავტომობილს, სახლს, მოითმინეთ აპრილამდე. რეტრო-მერკურის პირობებში მოსალოდნელია გამგზავრება, ისეთ ადგილას, სადაც უკვე იყავით. 6 მარტს ახალმთვარეობა თქვენს მე-4 სახლში მოხდება. ახალი მთვარე სიახლეებს ნიშნავს. შესაძლოა ოჯახს ახალი წევრი შეემატოს, თუ უძრავ ქონებას ყიდით, მაშინ შესაძლოა მყიდველები გამოჩნდეთ. მოსალოდნელია შინაური ცხოველის მოყვანა სახლში. შესაძლოა შეიცვალოთ საცხოვრებელი ადგილი ან სახლში ოფისი გახსნათ. ურანი 7 მარტს ნიშანს იცვლის (ეს იშვიათი მოვლენაა). ეს პლანეტა თქვენს მე-6 სახლში შევა. ეს სამსახურის სახლია. გაგიჩნდებათ სამუშაო ადგილის შეცვლის სურვილი. შესაძლოა ძალიან ბევრი საქმე გამოგიჩნდეთ, რომელიც ფიზიკურ აქტივობასთან იქნება დაკავშირებული. აქვეა მარსიც. ამ ორი პლანეტის კომბინაციამ შესაძლოა სამსახურში კონფლიქტი გამოიწვიოს. სრულიად მოულოდნელად გადაწყვეტთ, რომ აღარ გსურთ ამ უფროსობასთან ყოფნა და ახალი საქმიანობის წამოწყება გინდათ. მე-6 სახლი ჯანმრთელობასაც ეხება. მარტი კარგი თვეა ვარჯიშისთვის. ამიტომ, თუ გეგმაში გქონდათ სპორტული აქტივობის დაწყება, აუცილებლად ამ თვეში წამოიწყეთ. მარტი ცუდი თვეა ოპერაციის გასაკეთებლად. შეგიძლიათ გაიკეთოთ მხოლოდ განმეორებითი ქირურგიული ჩარევა. განსაკთრებით მოერიდეთ კოსმეტოლოგიური პროცედურების ჩატარებას. 21 მარტს სავსემთვარეობა მე-11 სახლში მოხება. შესაძლოა ვინმე ჩამოიშოროთ ან სოციალური ქსელიდან გახვიდეთ. გამოგიჩნდებათ ახალი სამეგობრო წრე ან თქვენი ახლო მეგობარი სადმე გაემგზავრება. სავსემთვარეობის დროს შესაძლოა რაიმე იდეა გაგიჩნდეთ სოციალურ ქსელებთან დაკავშირებით. მოსალოდნელია სასიყვარულო ურთიერთობის წამოწყებაც, რადგან 21 მარტს მზე მე-5 სახლში შევა. შესაძლოა მეგობრებმა ქორწილში ან კონცერტზე დაგპატიჟონ, სადაც კარგად გაერთობით. 27 მარტს ვენერა თქვენს მე-4 სახლში შედის, აქვეა ნეპტუნიც. ოჯახის და საცხოვრებელი ადგილის სახლში უამრავი პლანეტა გროვდება, ამიტომ ამ სფეროში მოსალოდნელია ცვლილებები, თუმცა არ შეიძინოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა. შესაძლოა სტუმრები გეწვიონ და სუფრა გაშალოთ. 28 მარტს მერკური პირდაპირი მიმრთულებით იწყებს მოძრაობას და ნეპტუნს უერთდება. ეს ხელოვნების პლანეტაა. თუ მაგალითად დიზაინერი ხართ ან ხელოვნების რომელიმე სფეროში მოღვაწეობთ, შესაძლოა ახალი მყიდველები გამოგიჩნდეთ ან გამოფენაზე წახვიდეთ. თუმცა 28-29 მარტს სიფრთხილე გამოიჩინეთ, რადგან შესაძლოა მოგატყუონ.
თხის რქა
2 მარტს ვენერა თქვენთვის ფულის სახლში (მეორე სახლი) შევიდა, შესაძლოა საჩუქარი მიიღოთ ან დამატებითი შემოსავლის წყარო გამოგიჩნდეთ, რომელიც ძალიან მოგეწონებათ. გაიზრდება თქვენი თავდაჯერება, საკუთარი თავის დაფასებას დაიწყებთ. შესაძლოა სამსახური გამოიცვალოთ, სადაც უკეთესი ანაზღაურება გექნებათ. 5 მარტიდან კი მერკური რეტროგრადული იქნება. ეს პლანეტა თქვენს მე-3 სახლში შემობრუნდება. მერკურს უყვარს ამ სახლში ყოფნა, თუმცა რეტროგრადული მოძრაობა ნიშნავს, რომ იგი წარსულში იყურება. მოსალოდნელია ურთიერთობა ყოფილ მეგობრებთან ან შეყვარებულთან. კარგი დროა შერიგებისთვის. მოსალოდნელია შეხვედრა კლასელებთან, ყოფილ ჯგუფელებთან. შესაძლოა საქმიანი მოლაპარაკებების წამოწყება, რაც მარტის ბოლომდე გასტანს. არ არის სასურველი ხელშკერულებებზე, დოკუმენტებზე ხელის მოწერა, იქნება ეს შრომითი კონტრაქტი, ბინის გადაფორმება, ბიზნეს-შეთანხმება თუ ა.შ. მარტი კარგი თვე იქნება სიტუაციის გასაანალიზებლად, გარემოებების შესაფასებლად, ინფორმაციების მოსაგროვებლად და ა.შ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძინოთ ავტომობილი. შეგიძლიათ გაყიდოთ, თუმცა შესყიდსვისგან თავი შეიაკვეთ. რეტრო-მერკურისას არ შეიძლება ტექნიკის შეძენა. კარგი თვეა გამოცდების ხელახლა ჩასაბარებლად, თუმცა არა პირველი მცდელობისთვის. შესაძლოა გესტუმროთ დედმამიშვილი ან მასთან ერთად სადმე წახვიდეთ და დრო ერთად გაატაროთ. 6 მარტს ახალმთვარეობა თქვენს მე-3 სახლში მოხდება. ახალი მთვარე ახალ ნაცნობობას, კონტაქტებს, ინფორმაციას მოგიტანთ ან ახალი უნარების შესასწავლად კურსებზე სიარულს დაიწყებთ. თუ სემინარების ჩატარება გაქვთ გადაწყვეტილი, მაშინ მარტი კარგი თვეა მოსამზადებლად. 7 მარტს ურანი იცვლის ნიშანს და თქვენს მე-5 სახლში შედის (7 წლით). ეს სიყვარულის და ბედნიერების სახლია. შესაძლოა ურანმა ახალი ჰობი შეგძინოთ, რაც ძალიან გეყვარებათ ან ახალი ადამიანი გამჩნდეს, ვისაც სიგიჟემდე შეიყვარებთ. თუმცა ეს ადამიანი შესაძლოა უცხოელი იყოს, ან ძალიან უფროსი/უმცროსი თქვენზე, ან შესაძლოა მეუღლე ჰყავდეს და იშვიათად ნახულობდეთ ერთმანეთი, თუმცა სიყვარული დიდი იქნება. ამავე სახლში იქნება მარსი, რომელიც ენერგიას შეგმატებთ. უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობთ ხელოვნებას და ახალ ნიჭს აღმოაჩენთ. თუ ფიქრობდით, რომ ეს ნიჭი არაფერში გადგებოდათ, ცდებით, რადგან მას თქვენს სასარგებლოდ გამოიყენებთ. მე-5 სახლი ბავშვებსაც უკავშირდება. შესაძლოა უეცრად გაიგოთ, რომ ბავშვს ელოდებით ან შვილიშვილს. ეს სახლი კერძო ბიზნესსაც უკავშირდება და შესაძლოა თქვენს საქმეში სრულიად დამოუკიდებელი გახდეთ. აუცილებლად გექნებათ სურვილი, რომ საკუთარი თავის უფროსი თავდ იყოთ. 21 მარტს სავსემთვარეობა თქვენს მე-10 სახლში მოხდება. აქ სავსე მთვარე ნათელს მოჰფენს თქვენს მიზნებს და კარიერას. შესაძლოა ახალი პოზიცია შემოგთავაზონ ან თქვენი ხელმძღვანელობა შეიცვალოს. თქვენთვის სრულიად მოულოდნელი რამ მოხდება. თუ პასუხს ელოდებით გასაუბრების თაობაზე, მას აუცილებლად მიიღებთ. შესაძლოა სხვა ქალაქში შემოგთავაზონ მუშაობა ან თავად გადაყვიტოთ გამგზავრება. 28 მარტს მერკური პირდაპირი მიმართულებით იწყებს მოძრაობას და ნეპტუნს უერთდება. აქაც, ორივე პლანეტა მე-3 სახლში მოძრაობს. ნებისმიერი შეჩერებული საქმე ადგილიდან დაიძვრება. თუმცა 28-29 მარტს სიფრთხილე გამოიჩინეთ, მაღალია ტყუილებისა და თაღლითური სქემების რისკი.
მერწყული
5 მარტიდან მერკური რეტროგრადულია და არ შეიძლება საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ავტომობილებისა და უძრავი ქონების შეძენა. მერკური თქვენს მეორე სახლში ბრუნდება. დაიწყებთ სიტუაციების გადაფასებას, გაანალიზებას. შეიცვლება თქვენი პრიორიტეტები. კარგი პერიოდია კრედიტის დასაფარად, ვალების დასაბრუნებლად, შესაძლოა თქვენ დაგიბრუნონ ფული. ოსალოდნელია ფულადი საჩუქრის მიღებაც. საკუთარი თავის დაფასებას დაიწყებთ და ხელფასის გაზრდას მოითხოვთ. შესაძლოა ძვირფასეულობა გაყიდოთ. მთელი მარტის განმავლობაში შეგიძლიათ ვაჭრობა (შევაჭრება) ფასზე, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება აპრილამდე არ მიიღოთ. არ მოაწეროთ ხელი ხელშეკრულებებს და სხვა სახის დოკუმენტებს. რეტრო-მერკურის დროს თუ სახლს იყიდით ან ავტომობილს, შესაძლოა შემდეგ აპრილში აღმოაჩინოთ, რომ იმ ფასად ან უფრო იაფად უკეთესის ყიდვა შეგეძლოთ. მოსალოდნელია გასაუბრება სამსახურის თაობაზე ან შეიძლება დროებითი სამუშაო შემოგთავაზონ. თუ ახალ სამსახურს რეტრო-მერკურის დროს დაიწყებთ, შესაძლოა ეს ხანმოკლე აღმოჩნდეს ან ხელფასი და გრაფიკი შეგიცვალონ, რაც არ მოგეწონებათ. 6 მარტს ახალმთვარეობაც მე-2 სახლში მოხდება. გეწვევათ ახალი იდეა, თუ როგორ იშოვოთ ფული. საკუთარ თავში აღმოაჩენთ ახალ ნიჭს, რომელსაც საკუთარ საქმედ აქცევთ. თუმცა კერძო ბიზნესს მარტში ნუ წამოიწყებთ, მოითმინეთ აპრილამდე. ეს თვე ცუდია ქორწინებისთვისაც. რეტრო-მერკური კარგია ლიცენზიის გასახანგრძლივებლად და ხელშეკრულების გასაგრძელებლად. 7 მარტს ურანი, თქვენი მჯმართველი პლანეტა, იცვლის ნიშანს და შედის თქვენს მეოთხე სახლში (საცხოვრებელი ადგილი და ოჯახი). სწორედ საოჯახო და საცხოვრებელთან დაკავშირებული საკითხები იქნება თქვენთვის მნიშვნელოვანი, მომდევნო 7 წლის განმავლობაში. უამრავი თქვენგანი დაფიქრდება საცხოვრებელი ადგილის შეცვლაზე, ემიგრაციაზე. მოსალოდნელია ოჯახის წევრების რაოდენობის ცვლილება. 7 მარტიდან დაიწყება ცვლილებები თქვენს საცხოვრებელ მდგომარეობასთან დაკავშირებით: სად იცხორებთ, როგორ და ვისთან ერთად. გაგიჩნდებათ სურვილი, რომ თქვენი საკუთარი ადგილი გქონდეთ, პირადი სივრცე დაგჭირდებათ. მოსალოდნელია ხშირი მივლინებები. 21 მარტს სავსემთვარეობა თქვენს მე-9 სახლში მოხდება (ცხოვრების აზრი და მოგზაურობა). შესაძლოა უცხო ქვეყნებში წახვიდეთ. ამავე დღეს მზე მე-3 სახლში შევა. ეს ორი სახლი ძალიან მოძრავი და აქტიურია. გაგიჩნდებათ სურვილი, რომ იმოგზაუროთ, უცხოელი ადამიანები გაიცნოთ, შეისწავლოთ სხვა ქვეყნის კულტურა და ა.შ. მოსალოდნელია ემიგრირებაც. სავსემთვარეობა კულმინაციაა და შესაძლოა კარგი აღმოჩნდეს გამოცდის ჩასაბარებლად, სასამართლო დავის გადასაწყვეტად ან წიგნის გამოსაქვეყნებლად. 27 მარტს ვენერა თქვენს მე-2 სახლში შედის. თქვენი მისამართით თანხები დაიწყებს შემოდინებას. შესაძლოა კარგი სამსახური შემოგთავაზონ ან ძვირფასი საჩუქარი მიიღოთ. 28 მარტს მერკური პირდაპირი მიმართულებით დაიწყებს მოძრაობას თქვენს მე-2 სახლში, აქვე შეუერთდება მას ნეპტუნიც. მთელი თვე თქვეს ფინანსებზე იქნება ორიენტირებული. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ 28-29 მარტს არსებობს თაღლითურ სქემაში გახვევის რისკი. 30 მარტიდან კი ყველაფერი უკეთესობისკენ წავა.
თევზები
თევზებისთის ახალი წელი, 12 თვიანი ციკლი სწორედ მარტიდან იწყება. თქვენში ახალი ენერგია გაიღვიძებს, სიცოცხლის ხალისი მოგემატებათ და ახალი ძალებით დაიწყებთ ცხოვრებას. ჩაიფიქრეთ სურვილები, ჩამოწერეთ თქვენი მიზნების სია, კონცენტრირდით იმაზე, რაც ყველაზე მეტად გსურთ. 2 მარტს ვენერა თქვენს მე-12 სახლში შევიდა. შესაძლოა სასიყვარულო ურთიერთობაში რაიმე საიდუმლოს აეხადოს ფარდა. მოსალოდნელია შეხვედრა/შერიგება ყოფილ შეყვარებულთან. კარგი პერიოდია შემოქმედებითი საქმიანობისთვის. 5 მარტს მერკური რეტროგრადული მიმართულებით იწყებს მოძრაობას. იგი თქვენს პირველ სახლში (თქვენს ნიშანში) ბრუნდება. რეტრო-მერკური ყველაფრის ხელახალა გადახედვას, სიტუაციების გადაფასებას, წარსულთან დაბრუნებას ნიშნავს. შესაძლოა ძველი იმიჯი დაუბრუნოთ. მერკური განაგებს სამსახურეობრივ გასაუბრებებს, მოლაპარაკებებს, ხელშეკრულებებს, დოკუმენტებს. არ მოაწეროთ ხელი შრომით ხელშეკრულებებს, თუმცა კარგი პერიოდია შესავაჭრებლად. თუ ახალ სამსახურს გთავაზობენ, შეევაჭრეთ ხელფასის რაოდენობაზე. გაითვალისწინეთ, რომ მსგავსი მოლაპარაკებები მთელი თვე გაჭიანურდება და დოკუმენტებს ხელი მხოლოდ აპრილში ან 30 მარტიდან მოაწერეთ. არ შეიძინოთ ძვირფასი ნივთები, მხოლოდ ფასზე ივაჭრეთ, საბოლოო გადაწყვეტილება კი შემდეგ თვეში მიიღეთ. პირველი სახლი ახლის დასაწყის ნიშნავს, თუმცა რეტრო-მერკურის პირობებში შესაძლოა რაღაც ხელახლა დაიწყოთ, ძველ სამუშაო ადგილს დაუბრუნდეთ, ძველი საქმიანობა ან ურთიერთობა განაახლოთ. კარგი დროა გამოცდების გადასაბარებლად. შესაძლოა ხელახლა იქორწინოთ ყოფილ მეუღლეზე, თუმცა ახალი ქორწინებისთვის ცუდი თვეა. მარტში თქვენი ფიქრების და სურვილების გადაფასებას დაიწყებთ. გაანალიზეთ ყველაფერი, მოაგროვეთ ინფორმაციები, მარტი ამისთვის კარგი თვეა. თავი შეიკავეთ კოსმეტოლოგიური პროცედურებისგან, პლასტიკური და ნებისმიერი სახის ქირურგიული ჩარევისგან. 6 მარტს ახალმთვარეობაა, სწორედ ამ დღიდან დაიწყება თქვენი ახალი წელი. შეიცვლით სტილს, მიზნებს, სურვილებს, გეგმებს. შეგიძლიათ თამამად იოცნებოთ და თქვენი მიზნისკენ იაროთ. გათავისუფლდებით წარსულისგან, უკან მოიტოვებთ ძველ ცხოვრებას, მოიშორებთ იმას, რაც ერთ ადგილზე გაჩერებთ და წინსვლის საშუალებას არ გაძლევთ. 7 მარტს ურანი იცვლის ნიშანს და თქვენს მე-3 სახლში შედის (ურთიერთობა, კომუნიკაცია, ინფორმაცია, მოგზაურობა). ეს პლანეტა ამ სახლში 7 წელს იქნება. ბევრად უფრო კომუნიკაბელურები გახდებით, შესაძლოა მეტი შეხება გქონდეთ კომპიუტერულ ტექნიკასთან, ხშირად გექნებათ მიმოწერა ელექტრონული ფოსტით. მოსალოდნელია ხშირი მივლინებები. ასეთი სიტუაციები მთელი 7 წელი გაგრძელდება. 21 მარტს სავსე მთვარე თქვენს მე-8 სახლში შედის, ამავე დღეს მზე თქვენი ფინანსების სახლში შევა. ამ პერიოდიდან ფინანსების თემა გააქტიურდება. შესაძლოა ფული დაგიბრუნონ, მემკვიდრეობა მიიღოთ ან თავად დაფაროთ სესხი. ეს სავსე მთვარე მიგითითებთ თუ როგორ დაალაგოთ თქვენი ფინანსური პრობლემები. შესაძლოა თქვენი პარტნიორი ან მშობლები დაგეხმარონ ფინანსურად ან თქვენში ინვესტიცია ჩადონ, თუმცა ყველაფერს მხოლოდ 30 რიცხვის შემდეგ დათანხმდით. 27 მარტს ვენერა თქვენს პირველ სახლში შევა, ეს ჰარმონიას, თვითკმაყოფილებას გამოიწვევს. 28 მარტს მერკური პრიდაპირი მიმართულებით დაიწყებს მოძრაობას და ყველა შეფერხებული საქმე ადგილიდან დაიძვრება.