გუფის სკანდალურ ფოტოს, რეპერის "ახალი შეყვარებული" გამოეხმაურა

15:55 03-05-2019
2304

რუსეთის ტელეარხის წამყვანი და მსახიობი. ალიონა ვოდონაევა, გუფის სკანდალურ ფოტოს გამოეხმაურა და რეპერთან სასიყვარულო რომანზე კომენტარი გააკეთა. 

რამდენიმე ხნის წინ, რეპერმა გუფმა, ინსტაგრამზე პროვოკაციული ფოტო გამოაქვეყნა, რაც საზოგადოების მხრიდან, სკანდალის მიზეზი გახდა. ფოტოზე, მომღერალი, უცნობი ქალბატონს, რომელსაც სახე აქვს დაფარული, შიშველ სხეულზე ეხება. სოციალური ქსელის მომხმარებლები, დიდი ხნის განმავლობაში ადგენდნენ, გოგონას ვინაობას. ერთ-ერთი კანდიდატი, რუსული არხის ტელეწამყვანი, ბლოგერი და მსახიობი ალიონა ვოდონაევა გახლდათ. კანდიდატად დასახელების სავარაუდო მიზეზი, უცნობი ქალბატონის მკერზე გამოსახული ხალი გახდა. 

ალიონა, სკანდალური ფოტოს გამოქვეყნებიდან, რამდენიმე დღეში,  საეჭვო კომენტარებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რეპერთან, მხოლოდ მეგობრული კავშირი აქვს და სასიყვარულო რომანზე, საუბარიც კი ზედმეტია.

რატომ გუფი? ლიოხასთან, მხოლოდ მეგობრული ურთიერთობები მაკავშირებს. გავრცელებული სკანდალთან დაკავშირებით, მე და გუფი, შეხვედრაზე შევთანხმდით. მე ვფიქრობ, რომ უფრო ახალგაზრდა მამაკაცი შემეფერებოდა, მაგალითად რეპერი ფეისი(Face), თან ძალიან სიმპათიურია! - ამბობს ვოდონაევა პორტალ Starhit-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ, რეპერმა ინსტაგრამზე, უცნობი ქალბატონის სრულიად შიშველი ფოტო გამოაქვეყნა - ფოტოზე, გოგონას მკერდს, გუფი ხელით ფარავს. მის შესახებ, რეპერის თაყვანისმცემლები, სოციალურ ქსელში, გოგონას ვინაობასთან დაკავშირებით, უამრავ საეჭვო აზრს აფიქსირებენ.  

ტელეწამყვანი ალიონა ვოდონაევა, დიჯეი ალექსეი კოსინუსის მეუღლეა. ბოლო დროს, სოციალურ ქსელების მომხმარებლები, წყვილს, ხშირად უსმევენ კითხვებს, მათი ურთიერთობების შესახებ, რომელსაც ალიონა, იშვიათად პასუხობს. თაყვანისმცემლები, ფიქრობენ რომ წყვილს, ურთიერთობებში პრობლემები აქვთ. 

სავარაუდოდ, სკანდალურ ფოტოზე, ალიონა ვოდონაევა არ ფიგურირებს, რადგან მსახიობს ხალი, მარცხენა მკერდზე აქვს. 

იხ. ფოტოკოლაჟი და ვიდეორგოლი:

ავტორი: რუსა ღვანიძე