არასამთავრობო ორგანიზაცია „ანტიკორუფციული კავშირი“-ს დირექტორი გია ბურჯანაძე თბილისში არსებულ ერთ-ერთ კვების ობიექტს არასრწულოვნათა პროსტიტუციის ხელშეწყობაში ადანაშაულებს. როგორც, ბურჯანაძემ „პრაიმტაიმს“ განუცხადა, ერთ-ერთი ასეთი ობიექტი, თუმანიანის N21-ში მდებარე ინდური რესტორანი „ტაჯ რესტორანი“-ა.
გია ბურჯანაძე: „წლებია, რაც ვმუშაობთ ბავშვთა პროსტიტუციის საკითხებზე. როცა მოზარდები უნდა იყვნენ გაკვეთილებზე, ან საღამოობით ოჯახებში, რეალურად ღამის კლუბებსა და სხვა დაწესებულებებში არიან. ამჟამად, ვმუშაობთ „ტაჯ რესტორნის“ შემთხვევაზე. რესტორნის მიმდებარედ მცხოვრებლები საუბრობენ არასრულწლოვან და სრულწლოვან ქალბატონებზე, რომლებიც პროსტიტუციას ეწევიან. ამ საკითხით მოგვმართეს ადგილობრივებმა. აღნიშნულის გამო, მივაკითხეთ რესტორნის მფლობელს, რომელიც საქართველოდან გაქცეული აღმოჩნდა. ამიტომ, გავესაუბრეთ რესტორნის დირექტორს. მან თქვა, რომ დატოვებენ აღნიშნულ, ფართს ან ზედამხედველობას გაუწევენ ამ ინფორმაციას. ფართის ქართველმა მეპატრონეებმა დაგვიდასტურეს, რომ გარყვნილ ქმედებაში ჩართული პირი გავაგდეთო. ამით, ფაქტობრივად აღიარეს, რომ სექსმუშაკებად რესტორანში ნამდვილად ჰყავდათ ქალბატონები. ხოლო არასრულწლოვანთა პროსტიტუციის ფაქტებს არ აღიარებენ. თუმცა, ადგილობრივების ინფორმაციით, დღემდე მიმდინარეობს აღნიშნულ დაწესებულებაში არასრულწოვნების პროსტიტუცია. ჩვენმა ორგანიზაციამ გადავეცით შსს-ს რესტორნის მისამართი სხვა მსგავსი საეჭვო რეპუტაციის დაწესებულებებთან ერთად. შსს-ს ინფორმაციით, ის პირები, რომლებიც მსგავს გარყვნილ ქმედებებს ახორციელებენ, ვეღარ შეძლებენ, გადმოლახონ საქართველოს საზღვარი. გამოძიების შემთხვევაში, სხვა ახლომდებარე დაწესებულებებში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერებიდან შესაძლებელია კადრების ამოღება. საგამოძიებო მოქმედებებით აუცილებელია, გამოკვლეულ იქნას, არასრულწლოვანი სექსმუშაკები იძულებით ეწევიან პროსტიტუციას თუ სხვა გარემოებების გამო.“ - განაცხადა გია ბურჯანაძემ.
თორნიკე ყაჯრიშვილი