ბესელიას გუნდმა ორ მოსამართლეს იუსტიციის საბჭოში უჩივლა

18:54 03-05-2019
112

დეპუტატებმა ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა და გედევან ფოფხაძემ, სერგო მეთოფიშვილისა და დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ, დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საჩივარი შეიტანეს.

ავტორების თქმით, ამ მოსამართლეების მიერ სოციალური ქსელებსა სატელევიზიო ეთერებში გაკეთებული განცხადებები, უხეშად არღვევს სამოსამართლო ეთიკურ ნორმებს, რითაც უგულებელყოფენ საერთაშორისო და შიდა სამართლებრივ სტანდარტებს და ზიანს აყენებენ სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტს და ნდობას.

დეპუტატები ამ მოსამართლეების მიმართ ადმინისტრაციული დევნის დაწყებას და მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ.