ირაკლი ღარიბაშვილი გაკოტრებული პოლიტიკოსია - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი,სალომე სამადაშვილი ექს-პრემიერის,ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას.
მისი თქმით, მმართველი პარტიის პოლიტიკურ მდივნად ღარიბაშვილის დაბრუნება ცხადყოფს, რომ ქვეყანაში ძალადობისა და არატოლერანტული პოლიტიკის ახალი ეტაპი იწყება.
შეგახსენებთ, გუშინ, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. მან პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური მდივნის თანამდებობა დაიკავა.
შოთა ფალავანდიშვილი