დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

12:03 03-06-2019
74

აშშ-ის კონგრესის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ჯერი ნედლერის განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისბიზნეს და პოლიტიკური საქმიანობის შესახებ ფართომასშტაბიანი გამოძიება დაიწყო. ამერიკული მედია უკვე წერს, რომ ამან პროცესები შესაძლოა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურების დაწყებამდე მიიყვანოს.

დემოკრატებმა უვე დააგზავნეს დაახლოებით 80 წერილი კითხვით - იყენებდა თუ არა ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ბოროტად ხელისუფლებას, მოახდინეს თუ არა მათ ზეწოლა სასამართლოზე და მონაწილეობდა თუ არა ის ბნელ ფინანსურ მაქინაციებში. ამ წერილების ადრესატებს შორის პრეზიდენტის ვაჟები, სიძე - ჯარედ კუშნერი, ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომლები და პრეზიდენტის მრჩევლები არიან.

თუმცა, წერილი არ მიუღია ტრამპის უფროს ქალიშვილს, ივანკატრამპს, რომელიც, როგორც ამბობენ, ყველაზე მჭიდროდ არის დაკავშირებული მამის ბიზნესიმპერიასთან.

ჯერი ნედლერი კომიტეტში დაწყებულ გამოძიებას სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის მიერ ჩატარებული სამუშაოს გაგრძელებად განიხილავს.

მიულერმა გამოძიება 2017 წელს დაიწყო და უკვე დასასრულს უახლოვდება. საქმე ამ შემთხვევაში 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ტრამპისა და რუსეთის შესაძლო კავშირებს შეეხება.