ბენ აფლეკმა, ყოფილი შეყვარებულის, ჯენიფერ ლოპესის ათდღიანი დიეტა დაიცვა

13:00 03-06-2019
406

ბენ აფლეკმა, განაცხადა, რომ მისი დღევანდელი გარეგნობა, ყოფილი შეყვარებულის, ჯენიფერ ლოპესის ათდღიანი დიეტის  დამსახურებაა.

ჰოლივუდის მსახიობი, ბენ აფლეკი,  გუშინ ტელეარხის Today სტუმარი გახლდათ, სადაც პირად ცხოვრებაზე და მისი ჯანმრთელობის პრობლემებზე და საკუთარ გარეგნობაზე ისაუბრა. ბენი, ყოფილ მეუღლეს, ჯენიფერ გარნერს, რამდენიმე ხნის წინ ოფიციალურად გაეყარა. ცნობილია, რომ ვარსკვლავს, ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო, ბეტმენის როლზე, ურის თქმაც კი მოუწია. რამდენიმე ხნის წინ კი ბენმა, განაცხადა, რომ ალკოჰოლზე დამოკოდებულების  გამო, მკურნალობის კურსს გადის.

ყველაზე მეტად მაღიზიანებს, ჩემი ალკოჰოლთან დამოკიდებულების შესახებ გავრცელებული ინფორმაციები. ეს, ჩემი ცხოვრების ნაწილია. ეს ის არის, რაც საქმეს მიჩენს. პრობლემა არ მიშლის ხელს ჩემს საქმიანობაში - ამბობს ბენი.

ჯანმრთელობის პრობლემების დროს, ყველაზე მეტი მხარდაჭერა, ყოფილმა ცოლმა ჯენიფერმა გაუწია. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი ერთად  აღარ არის, ბენმა ინტერვიუში განაცხადა, რომ მეგობრული დამოკიდებულება დღემდე შენარჩყურებული აქვთ. 

ის შესანიშნავია. პირად ცხოვრებაში, შენი შვილების დედა, ყოველთვის მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ეს მართლაც საუკეთესოა. გამიმართლა, რომ ჩემს შვილებს საუკეთესო დედა ჰყავთ. ვფიქრობ, რომ მეც კარგი მამა ვარ. მამის როლი, შვილების ცხოვრებაში, საკმაოდ მნიშვნელოვანია. მშობლები, ვალდებულები ვართ, მუდამ ჩვენი შვილების გვერდით ვიყოთ, მათი ცხოვრების ნაწილი გავხდეთ - აცხადებს მსახიობი.

ინტერვიუს დროს ბენმა, მის ყოფილ შეყვარებულზე, ჯენიფერ ლოპესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი დღევანდელი გარეგნობა, ჯენიფერის ათდღიანი დიეტის  დამსახურებაა , რომელიც არც თუ ისე მარტივი აღმოჩნდა. მსახიობს ტკბილეულზე და ცომეულზე უარის თქმა მოუწია, მისთვის კი ეს ორი პროდუქტი საკმაოდ მნიშვნელოვანია.

“ტკბილეულის და პურის დიდი მოყვარული ვარ. წესით, ორივეს მიღება მქონდა აკრძალული - არანაირი პური და შაქარი!  არც კოფეინი უნდა მიმეღო, მაგრამ ცოტათი ვიეშმაკე და ყავაზე უარი მაინც არ ვთქვი. რძის პროდუქტებიც კი ამოვიღე კვების რაციონიდან” - ამბობს ბენი. 

შეგახსენებთ, რომ ბენ აფლეკი, ალკოჰოლზე დამოკიდებულების მკურნალობის შემდეგ, აქტიურად ჩაება კინო გადაღებებში. რამდენიმე ხნის წინ, ახალი პროექტის თრილერი გამოქვეყნდა, აფლეკის მონაწილეობით.  

იხ. ვიდეო და ფოტოკოლაჟი: 

 

  

ავტორი: რუსა ღვანიძე