სალომე ზურაბიშვილი - ''ხორავას ტრაგედია დაგროვილი სიძულვილის და გაუტანლობის შედეგია''

13:28 03-06-2019
64

სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიაზეც ისაუბრა.

პრეზიდენტის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია ამ წლების განმავლობაში  ქვეყანაში დაგროვილი სიძულვილისა და ერთმანეთის გაუტანლობის შედეგია.

„უმძიმესი ტრაგედია, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოხდა, მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში დაგროვილი სიძულვილისა და ერთმანეთის გაუტანლობის შედეგია. იმ რეალობაში, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის დეფიციტია, საზოგადოება, და პირველ რიგში – ახალგაზრდები ჩვენგან მაგალითს ელოდებიან. საზოგადოებრივი თანხმობა არის ერთადერთი პასუხი ამ მოლოდინზე. მე გამოვედი ასეთი ინიციატივით, რამაც გამოიწვია ორმაგი დამოკიდებულება და შიში იმისა, რომ იგი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისკენ იყო მიმართული.

თუმცა, ხაზი უნდა გავუსვა იმას, რომ ერთი მხრივ, გამოხატვის თავისუფლების დაცვა არის უმთავრესი პრინციპი, რაზეც დგას თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფო. მეორე მხრივ კი, ვერ დავხუჭავთ თვალს იმ საფრთხეზე, რომელიც კონკრეტულ ადამიანებს და მთელ საზოგადოებას ცილისწამებისა და ცრუ ინფორმაციების სახით ემუქრება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ავტორი: სალომე ნეფარიძე