სამცხე-ჯავახეთში კვების 7 ობიექტის მუშაობა გააჩერეს

14:01 03-06-2019
138

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამცხე-ჯავახეთში: რესტორნებისა და კაფე-ბარების კვების ბლოკებში  სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა, სურსათის ეტიკეტირება,  შენახვისა და რეალიზაციის პირობები შეამოწმა.

კონტროლი 57 ობიექტზე განხორციელდა, აქედან 40 სხვადასხვა დარღვევებისთვის(ეტიკეტირება, მიკვლევადობა, ვარგისიანობის ვადა),ხოლო 7 შემთხვევაში კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა,  რის გამოც, ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.თუმცა, სააგენტოს წარმომადგენლების მიერ, გაცემული რეკომენდაციების შესრულებისა და გადამოწმების შემდეგ ბიზნესოპერატორები საქმიანობას კვლავ განაგრძობენ. 

საზოგადოებრივი კვების ობიექტის სახელმწიფო კონტროლის დროს მოწმდება სამზარეულოს სანიტარიულ -ჰიგიენური მდგომარეობა, სურსათის ვარგისიანობა, მისი შენახვისა და რეალიზაციის პირობები,  ვარგისიანობის ვადა, ტემპერატურული რეჟიმი, მიკვლევადობა, ეტიკეტირება და სხვ.