4 კრიტერიუმი, რითაც მოსამართლეებს შეარჩევენ, - „პრაიმტაიმმა“ უმრავლესობის შეთანხმების შესახებ შეიტყო (Exclusive)

14:45 03-06-2019
118

უმრავლესობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცედურებზე შეთანხმდა. საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება პარლამენტში უახლოეს სხდომაზე მოხდება.

ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ დაუდასტურა.

მისი განცხადებით პროექტი დეპუტატებს ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის სხდომაზე გააცნო. დოკუმენტში შემდეგი ოთხი ძირითადი კრიტერიუმი აისახება: 

პირველი პროცესის ღიაობაა - შერჩევის პროცესში მონაწილეობის უფლება მოსამართლეების გარდა სხვა კატეგორიის პროფესიონალ იურისტებსაც ექნებათ;

მეორე კრიტერიუმი - სიის ფორმირების პროცესის გამჭვირვალობაა, რაც გულისხმობს, რომ საზოგადოებას ექნება დაკვირვების საშუალება.

მესამე კრიტერიუმი - კანდიდატების საკომიტეტო ფორმატში მოსმენას და ინდივიდუალურ პირდაპირ ინტერვიუებს გულისხმობს;

მეოთხე კრიტერიუმი - პარლამენტში ყველა კანდიდატის ასევე ინდივიდუალური კენჭისყრაა.

არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ეს ცვლილებები და საკანონმდებლო მექანიზმი მოსამართლეების შერჩევის პროცესის გამჭვირვალობას სრულად უზრუნველყოფს.

 

 

ავტორი:ბექა პატურაშვილი