ილონ მასკის ხომალდმა Crew Dragon, მისიის პირველი ეტაპი წარმატებით განახორციელა

15:31 03-06-2019
103

პირველად ისტორიაში, ილონ მასკის საკუთარმა კოსმოსურმა ხომალდმა Crew Dragon,  საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე მისვლა, ავტომატურ რეჟიმში, წარმატებით განახორციელა. სადგურამდე მისაღწევად, ხომალდს, ერთი დღე დასჭირდა. 

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში, სამი ასტრონავტი ამერიკელი ენ მაკლეინი, კანადელი დავიდ სენტ-ჟაკი და რუსი ოლეგ კონონენკო იმყოფებოდნენ. ასტრონავტებს, ტექნიკური პრობლემის შემთხვევაში, შეეძლოთ Crew Dragon-ის მანევრირება თავად განეხორციელებინათ, თუმცა მათი ჩარევა საჭირო არ გახდა. ხომალდმა მისიის პირველი ეტაპი წარმატებით განახორციელა. 

უახლოეს პერიოდში NASA, Space X-თან კონტრაქტს გააფორმებს, რომლის მიხედვითაც კერძო კომპანია, ვალდებულებას აიღებს, ამერიკელი ასტრონავტები, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გადაიყვანოს. პირველი პილოტირებული ფრენა Crew Dragon-მა, 2019 წლის ზაფხულში, კერძოდ ივლისში უნდა განახორციელოს. ხომალდი, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე,  ასტრონავტებს დაგ ჰარლის და ბობ ბენკენს გადაიყვანს.  Crew Dragon, მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომის ხომალდი, 7 ეკიპაჟზეა გათვალისწინებული. 

შეგახსენებთ, რომ მასკიმ, რუსეთის სახელმწიფო კორპორაციას რუსკოსმოსს გადაუსწრო. კოსმოსური ხომალდი Crew Dragon საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში პარასკევამდე დარჩება და შემდეგ დედამიწაზე დაბრუნდება. ხომალდის ატმოსფეროში შესვლა  ყველაზე რთულ ეტაპად მიიჩნევა. თუ Crew Dragon-მა ეს ბარიერიც უპრობლემოდ გადალახა, ხომალდი პილოტირებული მისიისთვის მზად იქნება, Space X კი ისტორიაში შევა, როგორც პირველი კერძო კომპანია, რომელმაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე წარმატებული მისია გაუშვა.

პორტალ peopletalk-ის ინფორმაციით, რუსეთის სახელმწიფო კორპორაციის რუსკოსმოსი მთავარმა დირექტორმა, დიმიტრი როგოზინმა და თავად კომპანიის წარმომადგენლებმა, მასკის კომპანიას Space X,  წარმატება არ მიულოცეს.  

იხ. ფოტოკოლაჟი და ვიდეო: 

ავტორი: რუსა ღვანიძე