თეა წულუკიანი ხაზარაძეზე - „სანამ განცხადებას გავაკეთებთ, ყველას გვევალება, რომ თავი სასაცილოდ არ ავიგდოთ''

15:38 03-06-2019
25

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი პროკურატურის მიერ გავრცელებულ წერილზე კომენტარს აკეთებს. მისი განცხადებით, ეს საკითხი მისთვის თავიდანვე ღიმილს იწვევდა.

„ამ ხმაურიანმა განცხადებამ კიდევ მეტი არასერიოზულობა შესძინა, სამწუხაროდ, თავად ბატონ ხაზარაძეს და იმ საქმეს, რომელსაც ის, თითქოს და სათავისოდ იცავს. მე პირადად ამას, რა თქმა უნდა, პირველი განცხადების მომენტიდანვე შევხვდი ღიმილით, იმიტომ, რომ მე მახსოვს მაგალითად, წარსულში პოლიტიზირებული მოსამართლის - ბატონი გიორგი პაპუაშვილის განცხადება, თითქოს მე მას ვემუქრებოდი და შემდეგ აღმოჩნდა, რომ მის სახლთან მომუშავე, ასე ვთქვათ, მემწვანილე ემუქრებოდა. ეს გამახსენდა, გამეღიმა და მერე კიდევ უფრო გამეღიმა როდესაც აღმოჩნდა, რომ მას არ აქვს წერილი, რაღაც ნაბეჭდი მოიტანა. თუმცა,რა თქმა უნდა, როცა განცხადება კეთდება, საჭიროა შესწავლა, რეაგირება, მაგრამ სანამ განცხადებას გავაკეთებთ, ყველას გვევალება, რომ სასაცილოდ არ ავიგდოთ თავი,“- განაცხადა თეა წულუკიანმა. 

გუშინ პარლამენტში მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მას მუქარის შემცველი წერილი შუამავლის საშუალებით გაუგზავნა.

დღეს წერილის შინაარსი პროკურატურამ გაასაჯაროვა.