"კვირას ტაძარში დადის, ორშაბათს საცვლების გარეშე პოზირებს" - კორტნი კარდაშიანი სრულიად შიშველ ფოტოს ავრცელებს

18:08 03-06-2019
1112

39 წლის ტელევარსკვლავმა, კორტნი კარდაშიანმა, სოციალურ ქსელში, ინსტაგრამის პირად გვერდზე, სრულიად შიშველი ფოტო გამოაქვეყნა და საკმაოდ პიკანტურად, მისი ახალი, საიდუმლო ბიზნეს-პროექტი დაანონსა. ფოტოკადრში, ვარსკვლავი აბაზანის ოთახში, საცვლების გარეშე პოზირებს. 

თაყვანისმცემლების უმრავლესობა ფიქრობს, რომ კორტინს, იდეალური ფიგურა აქვს, მაგრამ ფოტომ, სოციალურ ქსელში, უამრავი ნეგატიური კომენტარი დაიმსახურა:

ეს არის, სამი შვილის დედა?!

კვირა დღეს, ტაძარში დადის, ორშაბათს საცვლების გარეშე პოზირებს

სად არის მისი ქრისტიანული მორალი!

კარგი რა, 39 წლის ასაკში, ასეთი გარეგნობა! მე მომწონს!

39 წლის ასაკში, ესეთი ფიგურა? აშკარად ფოტოშოპია - წერენ კომანტარებში.

რა სახის პროექტს გეგმავს კარდაშიანი, ჯერჯერობით უცნობია. 

შეგახსენებთ, რომ კორტნი კარდაშიანმა, 2017 წელს, საკუთარი კოლექციის ტანსაცმლის ხაზი შექმნა. ახალი პროექტი, შესაძლებელია მსოფლიო მოდასთან იყოს კავშირში. 

იხ. ფოტოკოლაჟი:   

ავტორი: რუსა ღვანიძე