ლედი გაგამ თამუნა ინგოროყვასგან კაბა მესამედ ითხოვა Exclusive

18:33 03-06-2019
4560

დიზაინერი თამუნა ინგოროყვა სოციალურ ქსელში ლედი გაგას ფოტოს აქვეყნებს. ვარსკვლავს ქართველი დიზაინერის შავი კაბა აცვია. არტისტს თამუნა ინგოროყვასგან კაბა უთხოვებია. კაბა 2019 წლის ზაფხულის კოლექციიდანაა და ის დიზაინერმა მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე გაიტანა. ლედი გაგას პიარსამსახური ქართველ დიზაინერს ორი კვირის წინ დაუკავშირდა და კაბის გაგზავნა ითხოვა. 

„ინტერნეტით გვადევნებენ თვალყურს და უნდა აღვნიშნო, რომ ეს უკვე ჩემი მესამე კაბაა, რომელიც გაგას აცვია“ – „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურად უმხელს დიზაინერი.

წინა ორი კაბა, რომელიც გაგას სხვადასხვა დროს ეცვა, ტყავის იყო, ერთი თეთრი, მეორე - ლურჯი. შავი კაბა კი, რომელიც ლედი გაგას ფოტოზე აცვია, ორმაგი ნაქსოვი ჟორსეა. 

- თამუნა, რა გადაიხადა გაგამ თქვენს კაბაში?

- ამ კაბას დააბრუნებენ. წინა ორი კაბაც დააბრუნა. ძირითადად სელებრითების პიარსამსახური და სტილისტები მსოფლიოს მასშტაბით უკავშირდებიან დიზაინერებს, მიაქვთ უზომო რაოდენობის კაბები და პროდუქცია. სასურველ სამოსს ვარსკვლავები თვითონ არჩევენ და იცვამენ, მერე ისევ უკან აბრუნებენ. ეს პიარის ერთგვარი ნაწილია, რომელიც მთელი ექვსი თვის მანძილზე მუშაობს დიზაინერის პიარზე. 

- და რა ბედი ეწევა კაბას, როდესაც მას გაგა დააბრუნებს? 

- კაბას ამერიკაში ვარსკვლავის მუზეუმისთვის მივყიდით ლედი გაგას კაბების კოლექციონერს.

- ფასი?

- ეგ ჯერ არ ვიცით.

- სად აცვია კაბა?

- მე მგონი, LA-შია, რესტორნიდან გამოდის. 

- და თქვენი ემოცია?

- შემთხვევით მოვკარი თვალი ინტერნეტში ამ ფოტოს და ძალიან გამიხარდა. ლედი გაგა ჩემთვის ძალიან საინტერესო დიდი არტისტია. ეს ფაქტი ჩვენი პიარისთვის ძალიან კარგია. ჩემი სახლი მკაცრად იცავს ტანსაცმლის გაცემის საკითხს. ყველას არ ვაძლევთ სამოსს. 

- მესამედ აარჩია თქვენი კაბა, ანუ გაგას ინგოროყვა მოსწონს... 

- სავარაუდოდ, ასეა. კოლექცია დამთავრებული არ არის, მისი წარმომაგენელი რომ მეხმიანება. ჩვენი კრეტიული დირექტორი, ქეთევან გვარამაძე ნიუ იორკში ცხოვრობს და ამის ორგანიზებას ის აკეთებს.

 

P.S. სხვათაშორის, ლედი გაგას ავთანდილის წითელი კაბაც ეცვა და თეატრში პოზიორობდა. 

 

 

თამარ გონგაძე