1 სოციალურ მუშაკზე 1260 საქმე. იგეგმება თუ არა სოციალური მუშაკების რაოდენობის ზრდა?

18:50 03-06-2019
165

2018 წელი:                                                                                                      ისანი_სამგორის სერვის ცენტრი: 1 სოციალური მუშაკი -1260 საქმე.

დიდუბე_ჩუღურეთის სერვის ცენტრი: 1 სოციალური მუშაკი -1138 საქმე.

ვაკე_საბურთალოს სერვის ცენტრი: 1 სოციალური მუშაკი -1032  საქმე.



წლების მანძილზე კიდევ უფრო მძიმე სამუშაო პირობებში იმყოფებოდნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი- ნაძლადევის სერვის ცენტრში. იანვარში, 4 წლის გოგონას გარდაცვალების შემდეგ,  სოც მუშაკებმა სააგენტო საკუთარი ნებით დატოვეს.  მიზეზად გაუსაძლისი პირობები დაასახელეს. გლდანი ნაძალადების სერვის ცენტრი უკვე 1 თვეა, რაც უფროსი სოციალური მუშაკის გარეშე მუშაობს.

რას ითოვენ სოციალური მუშკები?

 

·         სოციალური მუშაკების რაოდენობის ზრდა

·         თითუეულ სერვის ცენტრში მინიმუმ 1 ფსიქოლოგი

·         თითოეულ სერვის ცენტრში მინიმუმ 3 იურისტი

·         პერსონალური კომპიუტერი თითოეულ მუშაკს

·         ადგილი, წარმოებული საქმეების დაარქივებისთვის

·         და კიდევ: 

ქეთი ხუციშვილი- სოციალური მუშაკი:

 

 „ -  გლდანის სერვის ცენტრი მუშაობს უკვე ერთი თვეა უფროსი სოციალური მუშაკის გარეშე . სერვისცენტრში მუშაობს 10 ადამიანი რომელთაგან 6 არის ერთი კვირის მოსული. არ არსებობს არანაირი შიდა სამუშო ინსტრუქცია როგორ განაწილდეს საქმე ამ ადამიანებზე და ერთი კვირის მოსული ადამიანი მიდის და მუშაობს სექსუალურ ძალადობაზე. ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე რომ მას რაღაც შეეშლებვა, ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე რომ 100 საქმე ეწერება და განცხადების წაკითხვას ვერ ასწრებენ. ამ შემთხვევაში ჩვენ ვამბობთ ხოლმე რომ ის რომ არ კვდებიან ბავშვები არ გვიკვდებიან ხანდაზმულები მხოლოდ და მხოლოდ არის შემთხვევითობის დამსახურება, ჩვენ გვინდა ვიკითხოთ მაშინ სად არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და კრიზისის მართვის რა გეგმა გაქვთ. რა პასუხს ცემთ იმ ადამიანებს იმ 6 ახალ კადრს,რომელიც შეატოვეთ 100 ათასობით უმძიმეს შემთვევას მაგალითად გლდანი ნაძალადევის სერვის ცენტრში.

 

 რა ვთქვა ჯანდაცვის მინისტრმა?

2019 წელს სოციალური მომსახურების სააგენტოს 50 სოციალური მუშაკი დაემატება.

 

სოციალური მუშაკების რაოდენობა წლების მიხედვით:

 

·         2009 წელი - 171 სოციალური მუშაკი

·         2018 წელი - 244 სოციალური მუშაკი

·         2019 წელი- იგეგმება + 50 სოციალური მუშაკის დამატება

·         2020 წელი- იგეგმება + 50 სოციალური მუშაკის დამატება

·         2025 წელი- ერთ სოციალურ მუშაკს არ უნდა ჰქონდეს 50 საქმეზე მეტი

 

დავით სერგეენკო:

 

“ოთხი წლის გოგონას გარდაცვალებამ დამანახა, რომ ცვლილებები უნდა განხორციელდეს სწრაფად. სოციალური მუშაკები რეალურად მარტო აღმოჩნდნენ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების და აღსრულების პროცესში. სამინისტროსთან რაიმე ეფექტური უკუკავშირი, რომელიც უზრუნველყოფდა მწვავე საკითხების პრევენციას, დეტექციას და მათზე რეაგირებას, იყო ძალიან სუსტი”


სოციალური მუშაკების რაოდენობის სიმცირესთან ერთად კიდევ უფრო მცირეა ფსიქოლოგების რაოდენობა. ამ სისტემაში მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 10 ფსიქოლოგი მუშაობს.

დავით სერგეენკომ თქვა, რომ ფსიქოლოგთა რაოდენობა მიმდინარე წელს 1-ით გაიზრდება.

 

რამდენად საკმარისია 11 ფსიქოლოგი სოციალური მომსახურების სააგენტოში ქვეყნის მასშტაბით?

სოციალური მუშაკი:

რა უნდა გააკეთოს სოციალურმა მუშაკმა, რომელიც მუშაობს ბავშვთან, რომელიც არის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი და აქვს თვითმკვლელობის მცდელობა? მე რომ გადავამისამართო ფსიქოლოგთან, მინიმუმ 7 თვე მოუწევს ლოდინი ბავშვს ვიდრე ფსიქოლოგს ნახავს. რადგან, მთელ ქვეყანაში სულ 10 ფსიქოლოგი მუშაობს ამ სისტემაში და ვინ იცის, რომ ის თავს არ მოიკლავს ამ დროში.

 

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში არსებული პრობლემური საკითხები განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც სანზონაში მიმდინარე წლის 21 იანვარს 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა.  გამოძიების ინფორმაციით,  გოგონას საკუთარმა დედამ, ლელა ქსოვრელმა თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა. მოგვიანებით, გაირკვა, რომ პოლიციამ დედის მიმართ შემაკავებელი ორდერი ჯერ კიდევ 6 იანვარს გამოწერა. თუმცა, სოციალური მომსახურების სააგენტომ დედისა და შვილის განრიდება ვერ უზრუნველყო.

 

გოგონას გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარი წერეთელმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. 4 სოციალური მუშაკი კი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

 

 

 

 

 

ავტორი: თაკო ტომარაძე