პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს მოუსმენენ.
დავითაშვილის მოსმენა “მინისტრის საათის“ ფარგლებში იგეგმება. მინისტრი გაწეული მუშაობის ანგარიშს წარადგენს და სამოქმედო გეგმებზე ისაუბრებს, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.
პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.