თამთა გოდუაძის ვიდეოკლიპის სრული ვერსია, რომლითაც "ევროვიზია 2019"- ზე წარსდგება

11:18 03-07-2019
415

ქართველმა მომღერალმა თამთა გოდუაძე ინსტაგრამზე, ახალი სიმღერის ვიდეოს აქვეყნებს, რომლითაც კვიპროსის სახელით, ევროვიზია 2019 -ის კონკურსზე წარსდგება.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, თამთა გოდუაძე, მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ კონკურსზე - ევროვიზია 2019“, კვიპროსის სახელით წარსდგება. ევროვიზიის 64-ე სიმღერის კონკურსი, 2019 წლის მაისში ისრაელში, კერძოდ თელ ავივში ჩატარდება,

გოდუაძის ახალი ვიდეოკლიპის სახელწოდებაა - Replay, რომლის კომპოზიტორია Alex P, დამდგმელი რეჟისორი და ქორეოგრაფი საშა ჟან-ბაპტისტი.

იხ. ვიდეო და ფოტოკოლაჟი:    

ავტორი: რუსა ღვანიძე