ქვეყნის ბიუჯეტის ერთი მეოთხედი განათლების სფეროს განვითარებისთვის დაიხარჯება - მამუკა ბახტაძე

11:32 03-07-2019
166

„განათლება გზა თავისუფლებისკენ„ მთავრობა ახალ ინიციატივას წარადგენს. პროექტის მიხედვით განათლების სფეროს დაფინანსება ყოველწლიურად გაიზრდება და 2022 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ს შეადგენს. 

პროექტს ამ წუთებში ეროვნულ ბიბლიოთეკაში პრემიერ-მინისტრი წარადგენს. მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობის მიზანია ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედი მოხმარდეს განათლებას. იგეგმება ახალი სკოლების, ბაღების მშენებლობა, უნივერსიტეტების და პროფესიული სასწავლებლების განვითარება, ასევე მეცნიერების და კვლევების დაფინანსება.

ბახტაძის გათვლით უახლოეს წლებში განათლების სფერო გახდება ბევრად წარმატებული ბიზნესი და მისი წილი ქვეყნის ეკონომიკაში 10-11 % იქნება.

მისივე თქმით,მთავრობის და მმართველი პოლიტიკური გუნდის მიზანია ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი განათლება ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი. პროექტის პრეზენტაციას ეროვნულ ბიბლიოთეკაში პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები და თბილისის მერიც ესწრებიან.

 

ბექა პატურაშვილი