ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი ზურაბიშვილის ვიზიტს ქართულ ენაზე ეხმაურება

12:45 03-07-2019
49

ვილნიუსში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს, ლეიტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი სოციალურ ქსელში ქართულ ენაზე ეხმაურება.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვილნიუსში, ქალბატონო პრეზიდენტო. ლიეტუველ და ქართველ ხალხს შორის განსაკუთრებული კავშირია. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე“, – წერს ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

საქართველოს პრეზიდენტმა ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს  ლიეტუვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესთან, პრემიერმინისტრ საულიუს სკვერნელისთან  და ლიეტუვის სეიმის თავმჯდომარე ვიქტორას პრანცკიეტისთან გამართავს.