,,განათლება ყველაზე საიმედო ინვესტიციაა'' - არჩილ თალაკვაძე მთავრობის ინიციატივაზე

13:47 03-07-2019
63

განათლება ყველაზე საიმედო ინვესტიციაა, რომელიც: მშობლებს, შვილებს და მასწავლებლებს, ჩვენი ქვეყნის მომავალთან აკავშირებს,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე მამუკა ბახტაძის განცხადებას,რომელმაც დღეს, განათლების ახალი ინიციატივა წარადგინა.

მისი თქმით, ამ იდეის გარშემო: პრეზიდენტის, მთავრობის,პარლამენტის და მთელი საზოგადოების გაერთიანება წარმატებისთვის გადამწყვეტია. 

,,განათლება არის ყველაზე საიმედო ინვესტიცია, რომელიც შვილებს, მშობლებს და მასწავლებლებს ჩვენი ქვეყნის მომავალთან აკავშირებს. განათლების წარმატებული სისტემა არის ეროვნული იდეა. დაფინანსების უპრეცედენტო ზრდის და სწორი მენეჯმენტის პირობებში ეს მიზანი რეალურია. განათლების რეფორმა ეხება ყველა თაობის ადამიანების კეთილდღეობას - მათ ვინც სწავლობს და მათაც ვინც ასწავლის. მთავრობის, პარლამენტის, პრეზიდენტის და მთელი საზოგადოების გაერთიანება ამ იდეის გარშემო იქნება გადამწყვეტი წარმატებისთვის,''- განაცხადა თალაკვაძემ. 

დღეს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ახალი ინიციატივის „განათლება – გზა თავისუფლებისკენ“ წარადგინა.

პრემიერის განცხადებით, განათლების სფეროში მიმართული დაფინანსება ყოველწლიურად გაიზრდება და მაქსიმუმს 2022 წლისთვის მიაღწევს, როცა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტი იქნება.