ცნობილი ქართველი პოლიტიკოსი ქალები პრაიმტაიმთან 8 მარტის მნიშვნელობაზე საუბრობენ.
როგორც აღმოჩნდა, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს თინა ბოკუჩავას ეს დღესასწაული საერთოდ არ უყვარს, განსხვავებული დამოკიდებულება აქვს დეპუტატ ფატი ხალვაშს - მისთვის ეს დღე ორმაგად სასიხარულოა, რადგან როგორც პრაიმტაიმთან ამბობს, ძმისშვილი შეეძინა და ამ დღეს განსაკუთრებულად აღნიშნავენ ოჯახში.
დედაჩემის დაბადების დღეა 8 მარტს, მას ვუკეთებ ხოლმე საჩუქარს, - ამბობს დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია.
8 მარტს მეუღლე სხვადასხვა სიურპრიზს მიმზადებს ხოლმე, - ამბობს სოფო კილაძე. დეპუტატ გუგული მაღრაძეს 8 მარტი მესამე კლასში მომხდარ ისტორიას ახსენებს, ბოლო პერიოდში კი, როგორც პარლამენტარი ამბობს, ამ დღესასწაულის აღნიშვნა ხშირად უწევს ჰაერში. სოფო ქაცარავასთვის ეს დღესასწაული საჩუქართან არ ასოცირდება, რადგან როგორც თვითონ ამბობს, დღესასწაული ხანდახან მხოლოდ მის შვილებს ახსენდებათ.