კესარია მკერდის ზომას არ მალავს - „12 წლის წინ გავიკეთე, რევოლუციონერი ვარ“ Exclusive

11:54 03-08-2019
911

კესარია აბრამიძეზე ამბობენ, იმდენ პლასტიკურ ოპერაციას იკეთებს, უკვე ნარკოზისგან გაბრუებული დადისო. „პრაიმტაიმთან“ საუბრისას თვითონ ამ ფაქტს უარყოფს.

- კესო, ბევრი პლასტიკური ოპერაცია გაქვს გაკეთებული. რაიმე ახალი ოპერაცია ხომ არ გაქვს დაგეგმილი?

- ვერ ჩავთვლი, რომ საქართველოში ოპერაციების თვალსაზრისით რეკორდსმენი ვარ. ამ მხრივ რეკორდსმენი სელებრითები გვყავს. სახეზე არანაირი პლასტიკური ოპერაცია არ მაქვს გაკეთებული. 21-ე საუკუნეა და სახის კანის მოვლის უამრავი საშუალება არსებობს. გადაჭიმვა როცა დამჭირდება, გავიკეთებ. უკვე სამი წელია ვფიქრობ, რისი ოპერაცია გავიკეთო და ჯერ ვერაფერი აღმოვაჩინე. 12 წლის წინ მკერდი რომ გავიკეთე, ამ მხრივ რევოლუციონერი ვარ. 

- ზომას ამხელ?

- რატომაც არა, სამი ნომერი მაქვს.

- გარეგნობაში შენი სავიზიტო ბარათი რა არის?

- გულახდილად რომ გიპასუხოთ, ჩემი თვალები მგონია. უმაკიაჟოდაც ღია ფერის თვალი მაქვს არაბუნებრივად გრძელი წამწამით. მეტყველი თვალები მაქვს.

 

 

 

თამარ გონგაძე