გაეცანით 9 მარტის ასტროლოგიურ პროგნოზს, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

12:30 03-09-2019
772

დღეს შაბათია - 9 მარტი. მთვარე გადის ვერძის ზოდიაქოს. კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. 
გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. 
მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. 

არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა.

მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. 

კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. 

ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. 

შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. 

სიყვარულისა და სექსისთვის იდეალური დღეა. 

ამ დღეს დაბადებული ადამიანი ეგოისტია. საკუთარი მიზნის მისაღწევად უკან არაფერზე დაიხევს. 

მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას. 

თმის შეჭრა არ არის სასურველი. 

ახლა კი გაეცანით ასტროლოგიურ პროგნოზს, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით : 

ვერძი

დილა აქტიურ საქმიანობას დაუთმეთ. შეეხმიანეთ ნათესავებს. შეასრულეთ საოჯახო ვალდებულებები. 

კურო 
გააუმჯობესეთ არსებული კონტაქტები. მოაწყვეთ ოჯახური ვახშამი. დაპატიჟეთ დიდი ხნის უნახავი ნათესავები. 

ტყუპი
სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად კარგი დღეა. მოაწესრიგეთ ტექნიკა. მიირთვით სასარგებლო პროდუქტები. არ დაგავიწყდეთ წყლის სმა. 

კირჩხიბი
კარგ წარმოდგენას შეუქმნით გარშემო მყოფებს საკუთარ თავზე. საღამოს გაგიუმჯობესდებათ განწყობა. 

ლომი
დისკუსიების, საოჯახო და სამემკვიდრეო საკითხების მოგვარების დღეა. გაგიმძაფრდებათ ინტერესი მუსიკისა და რელიგიისადმი. 

ქალწული
კარგი დღეა პროდუქტების შესაძენად. მეტი დრო დაუთმეთ ნათესავების საქმეების მოგვარებას. ზოგიერთს რომანტიკული ავანტიურა ელის. 

სასწორი 
მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში მოაგვარეთ. ურთიერთობებში ნუ დაუშვებთ გამოუსწორებელ შეცდომას. 

მორიელი
კარგი დღეა კულტურულ ღონისძიებებზე დასასწრებად. საღამო დაუთმეთ რომანტიკას, მუსიკის მოსმენას. 

მშვილდოსანი
დილიდან აქტიურად ჩაერთეთ საოჯახო საქმეებში. ზოგიერთი ლიდერის პოზიციასაც მოირგებს. 

თხის რქა
დაასრულეთ დაწყებული საქმეები. მოერიდეთ ეჭვიანობას, გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. 

მერწყული
ინიციატივისა და შესაძლებლობების გამოვლენა კარგია დღის პირველ ნახევარში. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების შესრულებას, ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. 

თევზები
დილა საოჯახო საქმეების შესრულებას დაუთმეთ. სიით წადით საყიდლებზე, არაფერი დაგავიწყდეთ. საღამო საყვარელ ადამიანთან, ნათესავებთან ერთად გაატარეთ.

 

წყარო: astrologi.ge

ავტორი: მირანდა ტყემალაძე