რუსთავში ბუნებრივი აირით 5 ადამიანი მოიწამლა. წინასწარი ინფორმაციით, წუხელ, მე-8 მიკრორაიონში ინტოქსიკაცია მიიღო 8 წლის ბავშვმა და 40 წლამდე ასაკის ქალმა.
მე-11 მიკრორაიონში კი, ბუნებრივი აირით სამი ადამიანი მოიწამლა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადები, საპატრულო პოლიცია და „სოკარ-ჯორჯია გაზის ავარიულ-ტექნიკური ჯგუფები.
კლინიკა „რუსთავის ექიმების ინფორმაციით, მოწამლულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია.
ipn-ის წინასწარი ინფორმაციით, ინტოქსიკაციის მიზეზი ორივე შემთხვევაში წყლის გამათბობელი გახდა.