49 წლის ჯენიფერ ლოპესი მეხუთედ დაინიშნა

10:41 03-11-2019
3879

ჯენიფერ ლოპესმა 49 წლის ასაკში მეოთხედ გათხოვება გადაწყვიტა. მომღერალს ხელი  მისმა სასიყვარულო პარტნიორმა, ცნობილმა ბეისბოლისტმა ალექს როდრიგესმა სთხოვა.

ეს ჯენიფერ ლოპესისთვის რიგით მეხუთე ნიშნობაა.

როდრიგესმა მომღერალს ხელი ტროპიკული შვებულების დროს, დიდი ზომის ბრილიანტის ბეჭდით სთხოვა. იუველირების შეფასებით, ბეჭდის ღირებულება 1 მილიონიდან 5 მილიონამდე დოლარში მერყეობს.

ჯენიფერ ლოპესი სამჯერ იყო გათხოვილი. მისი ბოლო მეუღლე მომღერალი მარკ ენტონი გახლდათ, რომელთანაც ლოპესს 10 წლის ტყუპები ჰყავს.

49 წლის ვარსკვლავი დანიშნული იყო მსახიობ ბენ აფლეკზეც, თუმცა მათ არ უქორწინიათ.

ხუთივე ნიშნობის დროს, ლოპესმა საყვარელი მამაკაცებისგან ბრილიანტის ბეჭდები მიიღო:

ოჯანი ნოა, ჯენიფერ ლოპესის პირველი ქმარი და მის მიერ ნაჩუქარი ნიშნობის ბეჭედი (წყვილმა 1997 წელს იქორწინა)

მეორე ქმარი: კრის ჯადი (წყვილმა 2001 წელს იქორწინა)

საქმრო: ბენ აფლეკი და მსახიობის მიერ შერჩეული ნიშნობის ბეჭედი (წყვილს 2013 წლის 14 სექტემბერს ჰქონდა ქორწილი დაგეგმილი, თუმცა ცერემონია გააუქმეს და რამდენიმე თვეში დაშორდნენ)

ჯენიფერ ლოპესის მესამე ქმარი: მარკ ენტონი. მომღერლებმა 2004 წელს იქორწინეს, 2011 წელს გაშორდნენ, 2014-ში კი ოფიციალურად განწორწინდნენ. 

ამჟამინდელი საქმრო: ალექს როდრიგესი 

ავტორი: მარიამ გიგანი