მსახიობი ნატა გულიაშვილი პოლიტიკაში მიდის?!

11:19 03-11-2019
2439

რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობი ნატა გულიაშვილი. პოლიტიკაში მიდის. ის, თაკო ჩარკვიანის ახლადაფუძნებული პარტია “კანონი და სამართალი”-ის წევრი გახდა. 

პოლიტიკური პარტიის დამფუძნებელი, თაკო ჩარკვიანი, პარტიაში მსახიობ ნატა გულიაშვილის გაწევრიანებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

მსახიობ ნატა გულიაშვილის გამო მირეკავენ (ზოგადად ამ ადამიანის საწინააღმდეგო არავის, არაფერი გვაქვს, მითუმეტეს მე), უბრალოდ გეტყვით, რომ ნატა, ჩვენი გუნდის წევრი არ არის, ის გუნდის წევრი არ არის, გუნდი წარმოვადგინეთ ყრილობაზე, პარტიაში გაწევრიანების უფლება კი ყველა მოქალაქეს აქვს, კონსტიტუციური უფლებაა. რატომ ლანძღავს ზოგიერთი” ამ ადამიანს- გაუგებარია, თუმცა ყანდურ- ყანდიაშვილის ტროლები, სულ გადამავიწყდნენ რუსთაველის 12 ნომრიდან. მე კი, ნამდვილად მესმის ყანდიაშვილ- ფოფხაძის ბანდის, რატომ შეწუხდნენ?! სწორადაც, რადგან მათ კი უნდა ეშინოდეთ -”კანონი და სამართლის” - წერს ჩარკვიანი. 

ავტორი: რუსა ღვანიძე