ეკა ბესელია ანა დოლიძეზე -კინკლაობაში შესვლას, სჯობს პროექტი წაიკითხოს

13:57 03-11-2019
31

ეკა ბესელია ანა დოლიძეს რაიმე კომენტარის გაკეთებამდე კანონპროექტის წაკითხვას ურჩევს და უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს.

ბესელიას თქმით, ამ პროცესში უფრო გააზრებული მოქმედებებია საჭირო და არა კინკლაობა. 

ჩემთვის გაუგებარი და  რბილად, რომ ვთქვა უხერხული იყო  ის კომენტარი, რომელიც მოვისმინე ანა დოლიძის მხრიდან. მას არ წაუკითხავს ის კანონპროექტი, რომელიც მოვამზადეთ და წაუკითხავად გააკეთა სრულიად უპასუხისმგებლო განცხადება. ანას მოვუწოდებ კინკლაობაში შესვლას, სჯობს  პროექტი წაიკითხოს, რომელზეც მუშაობდა არაერთი იურისტი, ექსპერტი, სამოქალაქო სექტორი, საერთაშორისო პარტნიორები. ნუ მიაყენებს ამ ადამიანებს შეურაცხყოფას. ეს პროექტი ქმნის გარანტიებს, რომ დავიცვათ სასამართლო კლანური ინტერესებისგან და იმ ადამიანებისგან ვის შემოჩეჩებასაც ცდილობდა იუსტიციის საბჭოს უმრავლესობა და რომლის გაჩერებაც მოვახერხე ჩემი გადაწყვეტილებით. ამ პოროცესში საჭიროა ცოტა უფრო გააზრებული და წინდახედული მოქმედება. ანას ვურჩევ პირველ რიგში წაიკითხოს, თუ მას მოსწონს ევრონაცების პროექტი, ეს მისი გემოვნების საკითხია - განაცხადა ბესელიამ.