სოსო არჩვაძე - უცხოელი ინვესტორები ადგილობრივ მეწარმეებად რეგისტრირდებიან

14:14 03-11-2019
57

შიდა ინვესტიციების ზრდამ განაპირობა გარე ინვესტიციების მოცულობის შემცირება. ექსპერტი, სოსო არჩვაძე ამბობს, რომ  ბევრი უცხოელი ინვესტორი დარეგისტრირებულია, როგორც ადგილობრივი მეწარმე.

„ბევრი უცხოელი ინვესტორი დღეს დარეგსტრირებულია როგორც ადგილობრივი მეწარმე და შიდა ინვესტიციად ფიქსირდება. მართალია, 2018 წელს ინვესტიციების მოცულობა შემცირდა, მაგრამ აქ უნდა გავითვალისწინოთ გარე და შიდა ფაქტორები. გარე ფაქტორებიდან უნდა გამოვყოთ ძვირი დოლარის პოლიტიკა, საინვესტიციო გარემოს გაუარესება მსოფლის მრავალ ქვეყანაში და ქვეყნებს შორის ჯანსაღი კონკურენციის ზრდა. ამიტომ, მე ვფიქრობ რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა დაგვჭირდება რომ ქვეყანაში საგადამხედელო ბანალსი დადებითი იყოს - აცხადებს სოსო არჩვაძე.  

ექსპერტის თქმით, საქართველოში ჯანსაღი ბიზნესგარემოა, რამაც განაპირობა საგარეო დახმარების ფონზე ეკონომიკური ზრდა.

„ამ ფონზე, ჩვენი ეკონომიკა მაინც შთამბეჭდავი პროცენტით გაიზარდა, რას ნიშნავს რომ ჩვენი ეკონომიკა მყარად დგას ფეხზე და ამას დანახვა და აღიარება უნდა. ჩვენ ადრე დამოკიდებული ვიყავით სხვადასხვა სახის უცხოურ დახმარებებზე, ჰუმანიტარული იქნებოდა, ტექნიკური თუ სხვა, მაგრამ დღეს ქვეყანას აქვს იმხელა პოტენციალი რომ საგარეო დახმარების შემცირების ფონზეც კი იქონიოს ეკონომიკის ზრდის მზარდი პოტენციალი. მთლიანობაში ქვეყანაში ადგილი აქვს ეკონომიკის ზრდასაც, ინვესტიციების ზრდასაც და საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ მიმზიდველი საინვესტიციო გარემო შეუქმნას ინვესტორებს და ეკონომიკის ზრდის კიდევ უფრო მრავალი მაჩვენებელი დაფიქსირდეს”.