ეკა ბესელია 2020 წლის არჩევნებში გამარჯვებას აანონსებს

14:23 03-11-2019
228

ეკა ბესელია დარწმუნებულია, რომ 2020 წლის არჩევნებს ახალი ძალა მოიგებს, თუმცა იქნება თუ არა ის ამ ძალის სათავეში, დეპუტატი აცხადებს, რომ ამაზე პრინციპულად ახლა არ ილაპარაკებს

„მე შემწევს ძალა შევცალო ის ვითარება რაც არის სასამართლო სისტემაში, როგორც შევცვალე ვითარება 2018 წლის დეკემბრის ბოლო კვირას, რომ ეგონათ მავანთ, ვითომ ყველაფერი დალაგებული ქონდათ და თითის გატკაცუნებით ამ სიას ფეხზე დაუდგბოდა ყველა, როგორც ეს სია დავუბრუნეთ, ასევე შევძლებთ შევცვალოთ ამ ქვეყანაში ბევრი რამ - აცახდებს ეკა ბესელია. 

დეპუტატმა უმრავლესობა 22 თებერვალს დატოვა. ამის მიზეზი 21 თებერვალს პარლამენტში მისი და 8 თანამოაზრის კანონპროექტის ჩავარდნა გახდა, რომელიც მოსამართლეების უვადო დანიშვნის შეჩერებას შეეხებოდა.

თორნიკე ხურციძე