ეკა ბესელია ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასა და ქართული ოცნების ინიციატივას - CV-ების გამოგზავნის თაობაზე ეხმაურება.
„როდესაც ახალ სახელებსა და გვარებს ეძებ და ამ დროს მიტოვებულია ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ქართული ოცნების გამარჯვებისთის იბრძოდა და იმ ადამიანების სახელები და გვარებიც არ ახსოვთ, მადლობის თქმაზე ზედმეტია ლაპარაკი და ვეძებთ უცხოს ბრჭყვიალა სახელს და გვარს, ეს არის შეცდომა. - განაცხადა ბესელიამ.
დეპუტატმა უმრავლესობა 22 თებერვალს დატოვა. ამის მიზეზი 21 თებერვალს პარლამენტში მისი და 8 თანამოაზრის კანონპროექტის ჩავარდნა გახდა, რომელიც მოსამართლეების უვადო დანიშვნის შეჩერებას შეეხებოდა.
თორნიკე ხურციძე