თეა წულუკიანმა ამ ქვეყანას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით ძალიან დიდი ზიანი მიაყენა, - ამის შესახებ პარლამენტის წევრი, დავით ჭიჭინაძე აცხადებს.
„ჩვენ ვხედავთ მოსამართლეების რეფორმებსაც. ის დიდი ხნის წინ უნდა წასულიყო. თავის დროზე, როდესაც გიორგი კვირიკაშვილი დაკავებული თანამდებობიდან წავიდა, წულუკიანმა მის ზურგს უკან დაიწყო საუბარი“, - ამბობს ჭიჭინაძე
შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანის იუსტიციის მინისტრის პოზიციიდან წასვლათან დაკავშირებით ინფორმაცია მედიაში ბოლო რამდენიმე დღეა ვრცელდება. მინისტრს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.