დეპუტატები თეა წულუკიანს ერთ კვირაში მოუსმენენ

15:41 03-11-2019
106

მომდევნო სასესიო კვირაში პარლამენტში იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მოუსმენენ, – ამის შესახებ დღევანდელ ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი, სადაც ირაკლი კობახიძემ ბიუროს წევრებს დღის წესრიგი გააცნო.

მინისტრის საათი“ ბიუროს დღის წესრიგში მერვე საკითხადაა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, პარლამენტში ანგარიშითა და სამომავლო გეგმებით უკვე წარდგნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი.