ეკა ბესელია ირაკლი კობახიძეს სასამართლოს კანტორად გადაქცევაში ადანაშაულებს

15:57 03-11-2019
62

ეკა ბესელია აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძისა და კიდევ რამდენიმე ადამიანის  პროექტი მათი დაწერილი არ არის და ის მოსამართლეთა ვიწრო ჯგუფის ინეტერესებს ემსახურება.

მათ სურთ, სასამართლო აქციონ  შპს-ედ და კანტორად. ეს ადამიანები ყოველთვის იბრძოდნენ რომ ყოფილიყვნენ  მსახურნი ძლიერთა ამა ქვეყნისათა.  მე ყოველთვის ვიბრძოდი, რომ სასამართლო ყოფილიყო ხალხის - ამბობს  ეკა ბესელია.  

შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძესა და პარლამენტარ, ეკა ბესელიას შორის დაპირისპირების მთავარი თემა სასამართლო რეფორმა იყო. ეკა ბესელია ეწინააღმდეგებოდა წინა ხელისუფლების დროს, საეჭვო განაჩენების გამოტანაში ეჭვმიტანილი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნასა და სასამართლო სისტემაში მათ დარჩენას.