ხანძარი გარემოს დაცვის დეპარტამენტში

16:15 03-11-2019
261

გარემოს დაცვის სამინისტროს ყოფილ შენობაში ცეცხლი რამდენიმე წუთის წინ გაჩნდა. პრაიმტაიმის ინფორმაციით ხანძარი დაწესებულების აივანზე გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე სახანძრო ბრიგადა. შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. გულუას 6 ნომერში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რამდენიმე სსიპია განთავსებული.