გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხესთან ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სატვირთო ავტომანქანა ბორდიურს შეეჯახა და ამობრუნდა. ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ავტომობილის მძღოლი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ავარიის მიზეზი, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები. ამ წუთებში გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა შეფერხებულია და ავტომობილების გადადგილებას პოლიცია არეგულირებს.
ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი