მარტოხელა უსინათლო მოხუცი უმძიმეს პირობებში იმყოფება (ვიდეო)

17:28 03-11-2019
314

72 წლის ავაქ მარქაროვმა თვალის ჩინი შვიდი წლის წინ დაკარგა.  მარტოხელა მოხუცი, მეზობლებისა და კეთილი ადამიანების დახმარების იმედად არის. ქსოვილის  გამოყვანა-წარმოების ტექონოლოგი წლების წინ,  თავისი პროფესიით მუშაობდა.

ალექსანდრე მარქაროვი მეუღლესთან დაშორების შემდეგ, მარტო ცხოვრობს. ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავდა. უფროსი ვაჟი 17 წლის იყო, როცა აფხაზეთის ომში გარდაიცვალა. უმცროსი ვაჟი ბოლო რამდენიმე წელია, რაც სამუშაოდ რუსეთში წავიდა. მამასთან კონტაქტი აღარ აქვს. ყველასგან მიტოვებული მოხუცი, სიბერის წლებს მარტოობაში, ნათესავის ბინაში ატარებს.

რამდენიმე წლის წინ ქვედა კიდურებზე განგრენა დაემართა. თითების ამპუტაცია დასჭირდა. მისი ყოველთვიური შემოსავალი პენსია და სოციალური დახმარებაა. გულიც აწუხებს, თანხა ძირითადად წამლებსა და პურში ეხარჯება.  სჯერა, რომ კეთილი ადამიანები გამოეხმაურებიან და ერთი დღით მაინც შეუმსუბუქებენ უმძიმეს ყოფას.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი