დავით ბაგრატიონ-მუხრანელის წინააღმდეგ ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკების სარჩელის საქმეზე საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს გაიმართება.
სხდომაზე აკადემიკოსების როინ მეტრეველისა და გიორგი ოთხმეზურის გამოკითხვა იგეგმება.
ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ-მუხრანელს „საქართველოს სამეფო სახლის სახელით უნებართვოდ სარგებლობას“ ედავებიან.
,,როგორც საზოგადოების გარკვეული ნაწილისათვის უკვე ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს სამოქალაქო დავა დავით ბაგრატიონ მუხრანელის წინააღმდეგ საქართველოს სამეფო სახლის სახელის უნაბერთვოდ სარგებლობის აღკვეთის თაობაზე,''- აცხადებენ იურიდიულ კომპანიაში „სამართლის გზა“.
საქალაქო სასამართლოში მოსამზადებელი სხდომა დღეს, 15:00 საათზეა ჩანიშნული.